სოციალურ მედიაში, ვიდეოკონტენტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, იმატებს ამ სერვისის მქონე პლატფორმების პოპულარობა. 2016 წელს შექმნილი TikTok-ის გამომწერთა რიცხვი უკვე 1,5 მილიარდია. ამ პერიოდში, მისი მომხმარებლების რაოდენობამ Instagram-ის „იუზერებს“ გადააჭარბა.

Business Insider–ის ცნობით, 2019 წელს, TikTok-ის გამომწერთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 6%-ით არის გაზრდილი. დღეს TikTok, ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციებს შორის მე-3 ადგილზეა.
TikTok ერთადერთია ტოპ 5-ში შემავალ პლატფორმებში, რომელიც Facebook Inc.-ს არ ეკუთნის.
„Facebook-ის აპლიკაციებს შორის, TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი Instagram-ია. 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩინური ვიდეოპლატფორმა, „ინსტაგრამს“, 238 მილიონი გამომწერით უსწრებს.
როგორც ჩანს, TikTok-ს ყველაზე აქტიურად ინდოეთში იყენებენ – გამომწერთა საერთო რაოდენობის 31% სწორედ ამ ქვეყნიდანაა. 2019 წლის აპრილში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აპლიკაცია, პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით, აკრძალა. გადაწყვეტილება, დაახლოებით, ერთ თვეში შეცვალა, რადგან პლატფორმის ბლოკირება $500 ათასამდე უჯდებოდა. ინდოეთის შემდეგ, TikTok-ის გამომწერთა სიაში, მეორე ადგილზეა ჩინეთი (საერთო რაოდენობის 11,5%), მესამეზე – ამერიკა (საერთო რაოდენობის 8,2%).











