TikTok Academy სამიზნე სეგმენტად მარკეტერებს ირჩევს და ასწავლის ბიზნესებს, როგორ უნდა გახდნენ გამორჩეული თავიანთ პლატფორმაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც სარეკლამო საშუალება, TikTok შედარებით ახალია. მან ძველ კომერციულ ადგილებს ახალი სახე მისცა და შექმნა თაობა, სადაც აპლიკაციით მოპოვებულ ცნობადობას კომპანიისთვის სასწაულების მოხდენა შეუძლია. თუმცა იმ დონემდე მისასვლელად, რასაც მაგალითად, Duolingo-მ მიაღწია, ბიზნესს, შესაძლოა, ჯერ კიდევ დასჭირდეს რაღაცების სწავლა.
TikTok Academy-ში მოხვედრას კი ამ ბმულის დახმარებით შეძლებთ. აქ თქვენ ვერიფიცირებული ელ.ფოსტით უნდა დარეგისტრირდეთ. ამჟამად კი მხოლოდ 2 კურსია ხელმისაწვდომი: TikTok 101 და Small Business. კარგი ამბავი ის არის, რომ ორივეზე დასწრება უფასოა.
TikTok 101 შესავალი მოდულია აპლიკაციაში, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ინარჩუნებს იგი ბრენდების უსაფრთხოებას, რა კრეატიულ ასპექტებს სთავაზობს მათ და ამასთან, რა ხდის პლატფორმას უნიკალურს. ამ კურსის გასავლელად 2-4 საათამდე არის საჭირო. Small Business კი 15-წუთიანი ვიდეოების სერიაა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი, რაც მათ ასწავლის, როგორ დაიწყონ TikTok მოგზაურობა და შექმნან საინტერესო კონტენტი.
მთლიანობაში, TikTok ამ სასწავლო კურსებს აღწერს, როგორც „გათამაშებულ საგანმანათლებლო თავგადასავალს“ და მას საბავშვო საგანმანათლებლო CD-Rom თამაშებს ადარებს, სადაც ბავშვები სახალისო ქვიზებითა და მინი-თამაშებით სწავლობენ. თუმცა, რამდენად დაგვეხმარება ეს კურსები TikTok-ზე წარმატების მიღწევაში, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რადგან სწორი კონტენტის შექმნა ტრენდების სრულ გაგებას გულისხმობს. ამასთან, მომხმარებლებთან ისე შერწყმას, რომ ისინი თქვენს კომერციულ მიზნებს ვერ მიხვდნენ. მაგალითად, Duolingo და Ryanair ამ საკითხს საუკეთესოდ უმკლავდებიან, მიმებსა და ტრენდებს იყენებენ, რათა ახალგაზრდა თაობებამდე საკმაოდ სახალისო კონტენტით მიაღწიონ.