in

TikTok-მა სარეკლამო ტრაფიკით სხვა პლატფორმებს 50%-ზე მეტით აჯობა!

veon
veon

გასულ თვეში TikTok-ის სარეკლამო ტრაფიკი 51.5%-ით გაიზარდა, ხოლო რეკლამებზე დაწკაპუნებები Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა…

ეს სიახლე Twitter-ის ლურჯი გამოწერის გეგმას მოყვა, თუმცა მათ ასე მილიონზე ნაკლები მომხმარებლის მოზიდვა შეძლეს. რეკლამის ე. წ. კლიკების შემცირება, ბუნებრივია, ილონ მასკსაც აწუხებს… მართალია, მთლიანი ტრაფიკი გასულ თვეში 4.5 პროცენტით გაიზარდა და 6.8 მილიარდ მომხმარებელს მიაღწია, თუმცა კლიკების შემცირებამ ზოგიერთს, შესაძლოა, აფიქრებინოს, რომ მომხმარებლები პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს აღარ ენდობიან… 

აქ კი მასკი ამბობს, რომ Twitter-ის ამოღება საფონდო ბაზრიდან და მისი გადატანა გამოწერის მოდელზე ჩართულობას გაზრდის და აპლიკაციას მომხმარებლებისთვის უკეთესსაც გახდის. 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს ნამდვილად მოხდება თუ არა, მაგრამ თუ მასკი საბოლოოდ გადაწყვეტს Twitter-ის შეძენას და მის კერძო საკუთრებად ქცევას, ის შეიძენს მრავალი პრობლემით სავსე კომპანიას, რომელსაც ბოტების ზრდისა და დეზინფორმაციის გავრცელებითაც კი შეელახა რეპუტაცია. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, Twitter-ის, როგორც სარეკლამო არხის მიმართ, ნდობა შეამცირა, რომელიც მანამდეც იმყოფებოდა ეკონომიკური და დემოგრაფიული ზეწოლის ქვეშ, როგორიცაა, მაგალითად, ახალგაზრდების უეცარი გატაცება TikTok-ით. ხოლო ერთ-ერთი გზა, რომელიც მასკმა ტვიტერს ამ გარემოებების დასალევად შესთავაზა არა სარეკლამო, არამედ გამოწერის მოდელზე გადასვლაა. შესაძლოა, ამ ცვლილებამ ბოტების განდევნასაც შეუწყოს ხელი, რასაც ადამიანთა პოზიტიური იდენტიფიცირებით მოახერხებს, — განმარტავს დევიდ კარი, Similarweb-დან.

YouTube, ახალი ფუნქციით, @username ფორმატს უჭერს მხარს

თვისებები, რომლებსაც მარკეტერები სამუშაოს მაძიებლებში ეძებენ