in

TikTok-ზე კონტენტის წვდომაზე შეზღუდვა იქნება შესაძლებელი

მომხმარებლები Live სტრიმინგის გაშვებას 18 წლიდან შეძლებენ…

Briano.ai
Briano.ai

თინეიჯერები იზრდებიან და TikTok აღარ არის მხოლოდ მათთვის. ყოველ შემთხვევაში ის ცდილობს, რომ ასე არ იყოს… პლატფორმა მომხმარებელთან ერთად გაზრდას აპირებს. პირველი ნაბიჯი კი live სტრიმინგისთვის მხოლოდ მოზარდებზე მორგებული ვარიანტია. დიახ, თქვენ შეძლებთ შეუზღუდოთ წვდომა 18 წლის ან უფრო დიდ მომხმარებელს. 

შესაძლოა, რაღაც ხუმრობა უფრო შეეფერებოდეს 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, ან თუ ვიღაც ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გადაწყვეტს საუბარს, თავი მეტად კომფორტულად შეიძლება იგრძნოს, როცა ეცოდინება, რომ საუბარი მხოლოდ უფროსებით შემოიფარგლება, — აცხადებენ კომპანიაში. 

მეტიც, კომპანიას მკაცრი რეგულაციები აქვს იმ კონტენტისთვის, რომელიც ტრადიციულად ზრდასრულთა კატეგორიაში ექცევა. აქ სიშიშვლე, პორნოგრაფია და სექსუალური კონტენტი სრულად აკრძალულია. ზოგადად კი, ნებისმიერი პოსტი, რა ტიპის ასაკობრივ სეგმენტზეც არ უნდა იყოს იგი გათვლილი, TikTok-ის ზოგად წესებს უნდა ემორჩილებოდეს.

მხოლოდ მოზრდილებისთვის განკუთვნილი სტრიმინგების გარდა, მომხმარებლებს აქ 5 სტუმრის დამატება შეეძლებათ. ამასთან, TikTok საკვანძო სიტყვების ფილტრაციის ფუნქციასაც აახლებს, რათა შეხსენებები და შეთავაზებები გაუგზავნოს შემქმნელებს, რომლებიც საკუთარი Live ვიდეოების კომენტარებისა და ინტერაქციის გაკონტროლებას ცდილობენ. 

საინტერესოა ისიც, რომ სტრიმინგის უფლება მალე მხოლოდ მოზარდებს ექნებათ, თუ ამჟამად ე. წ. ტიკტოკერს, რომელიც 16 ან მეტი წლისაა და მინიმუმ 1000 მიმდევარი ჰყავს, შეეძლო Live-ის გაშვება, 23 ნოემბრიდან ასაკი 18 წლამდე გაიზრდება. კომპანიის თქმით, ისინი ვალდებული არიან დაიცვან ის ახალგაზრდა საზოგადოება, რომელიც მათთან ერთად იზრდება, ეს ცვლილებები კი სწორედ ამას ემსახურება. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Live სტრიმინგი TikTok-ის ბიზნეს მოდელისა და ინტერფეისის დიდ ნაწილს იკავებს, გასულ წელს კომპანიის მთლიანი ბრუნვის 15%-საც კი შეადგენდა. თანაც, სტრიმინგი მომხმარებლებისთვის ფულის გამომუშავების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რადგან TikTok რეკლამის შემოსავალს შემქმნელებს არ უზიარებს.

Twitter-სა და TikTok-ზე დეზინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება — კვლევა

სწორ დროსა და სწორ ადგილას მიღებული გადაწყვეტილება – Instagram-ის წარმატების ისტორია