in

TikTok-მა სურათების ვიდეოებად გარდაქმნის AI ფუნქცია ჩაუშვა

TikTok თავისთვის სულ პირველი სურათის ვიდეოდ გარდაქმნის AI ფუნქცია გაგვაცნო და მას TikTok AI Alive უწოდა. ასე კი მომხმარებლებს საშუალება მისცა, სტატიკური ფოტოები ვიდეოებად გარდაქმნან. ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ტიკტოკის Story Camera-ში და ხელოვნურ ინტელექტს მოკლე ფორმატის ვიდეოების შესაქმნელად იყენებს. 

უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, რას გთავაზობთ ტიკტოკის AI ფუნქცია, მაგალითს მოგიყვებით — თუ სურათზე ცა, ღრუბლები და ოკეანეა აღბეჭდილი, ტიკტოკი ისეთ ვიდეოდ გადააქცევს, რომელშიც ცა ეტაპობრივად იცვლის ფერებს, ღრუბლები მოძრაობს და ტალღების შეჯახების ხმა გესმით. 

კრეატორებმა AI Alive ვიდეოს შესაქმნელად Story Camera უნდა გახსნან და ლურჯ + ნიშანს დააკლიკონ Inbox-ის ან Profile-ის გვერდზე არსებულ ზედა კუთხეში. აქედან უკვე შეეძლებათ, ფოტო საკუთარი Story Album-იდან აირჩიონ. ამის შემდეგ კი ნახავენ AI Alive-ის ნიშანს მარჯვენა პანელში არსებულ ფოტოების რედაქტირების ველში. ვიდეოს შექმნისა და დაპოსტვის შემდეგ მომხმარებლები სთორის ნახვას ჩვეულებრივ For You-სა და Following-ის გვერდებზე შეძლებენ, თქვენს პროფილზეც, რითაც მიმდევრებს მრავალ გზას სთავაზობენ კონტენტთან დასაკავშირებლად.

AI Alive-ის სთორებს შესაბამისი ნიშანი ექნება, რათა მომხმარებლებს შეატყობინოს, რომ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. მეტიც, ამ კონტენტს C2PA მეტამონაცემები ექნება — ტექნიკური სტანდარტია, რომელიც სხვებს იმის დადგენაში ეხმარება, რომ ვიდეო AI-ის მიერ არის გენერირებული. 

უპირატესობას ყოველთვის უსაფრთხოებას ვანიჭებთ და ეს AI ინოვაციებზეც ვრცელდება. რადგან ტექნოლოგია კრეატიული გამოხატვის ახალ ფორმებს გვთავაზობს, ის მრავალჯერად სანდოობისა და უსაფრთხოების შემოწმებას გადის ჩვენი საზოგადოების დასაცავად. იმისათვის, რომ პოლიტიკის დამრღვევი კონტენტის შექმნა თავიდან ავირიდოთ, მოდერაციის ტექნოლოგია განიხილავს ატვირთულ ფოტოსა და დაწერილ AI მოთხოვნას ისევე, როგორც AI Alive ვიდეოს მანამ, სანამ კრეატორს აჩვენებენ, — ვკითხულობთ ტიკტოკის ბლოგში.

ამას გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ, დაარეპორტონ ვიდეოები, რომლებზეც ჩათვლიან, რომ აპლიკაციის წესებს არღვევს… 

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა