in

TikTok-ს AI კონტენტის შესაბამისი ნიშანი ემატება

M2

აშკარაა, რომ ასე TikTok-ს სურს თავისსავე სოციალურ პლატფორმაზე დეზინფორმაციების გავრცელებას შეუშალოს ხელი — AI იძლევა შესანიშნავ შემოქმედებით შესაძლებლობებს, მაგრამ აქვს უნარი, დააბნიოს ან შეცდომაში შეიყვანოს მნახველი, თუ არ ეცოდინება, რომ კონტენტი AI-ის მიერაა გენერირებული. იარლიყის დადება კონტექსტს მეტად მკაფიოს ხდის. სწორედ ამის გამო ვიყენებთ მას TikTok AI ეფექტებით მიღებულ კონტენტზე და ვთხოვთ კრეატორებსაც, ასე მოიქცნენ

ამგვარად, TikTok AI კონტენტზე პატარა ნიშნების დადებას დაიწყებს, როცა მას პლატფორმის გარედან ატვირთავენ. ეს სიახლეც იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელსაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში იჩენენ AI-ის მავნედ გამოყენებისგან თავის დასაზღვევად — ჯერ კიდევ თებერვალში მეტამ განაცხადა, რომ ტექნოლოგიურ სტანდარტებზე მუშაობდა, რომელიც AI ვიდეოების, სურათებისა თუ აუდიოს იდენტიფიცირებას გაამარტივებდა. Google-მა კი მსგავსი ნიშების დამატება გასულ წელს YouTube-სა და სხვა პლატფორმებზე გადაწყვიტა…

ჩვენი მომხმარებლები და კრეატორები აღფრთოვანებულნი არიან ხელოვნური ინტელექტით, მისი კრეატიულობითა და აუდიტორიასთან დაკავშირების უნარით, თუმცა ამავდროულად, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გაარჩიონ, რა არის რეალობა და რა, წარმოსახვა, — აცხადებს ადამ პრესერი, TikTok-იდან.

აქვე ამბობენ, რომ ისინი Coalition for Content Provenance and Authenticity-ის შეუერთდებიან და მათსავე Content Credentials-ის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. აღნიშნული სიახლე ხუთშაბათიდან შეეხო ფოტო და ვიდეო კონტენტს, მალე კი მათ რიცხვს აუდიოც შეუერთდება. ასე ადამიანები გაიგებენ, როდის, სად და როგორ შეიქმნა თუ დარედაქტირდა კონტენტი. 

TikTok პირველი სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც მხარს უჭერს Content Credentials-ს. 140 მილიონზე მეტი მომხმარებლით მხოლოდ ამერიკაში, პლატფორმის კრეატორთა და მომხმარებელთა უზარმაზარი ჯგუფი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ნდობის ჯაჭვის, რომელიც ონლაინ გამჭვირვალობის გასაზრდელად არის საჭირო, — აცხადებს დანა რაო, Adobe-დან, რომელიც Content Authenticity-ის ინიციატივას ხელმძღვანელობს. 

როგორ გადავაფასოთ კარიერა, როდესაც დამატებითი დრო გვიჩნდება?

რატომ გაუკეთა Ford-მა მძღოლებს გრიმი?