in

TikTok მშობლების მხარესაა — ამიერიდან ისინი გადაწყვეტენ, რამდენ დროს გაატარებთ აპლიკაციაში

M2

TikTok მშობლებისთვის ახალ ფუნქციებს უშვებს, რათა ამჯერად შვილების ეკრანთან გატარებული დრო აკონტროლონ, წვდომაც მიიღონ მათ მიმდევრებზე და დაბლოკილი ექაუნთებიც ნახონ. ამის საშუალებას კი ახალი Family Pairing-ის ფუნქციები მისცემთ. ხოლო, ცოტა მოგვიანებით, TikTok კიდევ ახალ ხელსაწყოს გაგვაცნობს, რომელიც მშობლებს დარეპორტებული ვიდეოს შესახებ ამცნობს…

ახლა კი უკვე გამოშვებულ ფუნქციებს დავუბრუნდეთ. მათ შორის Time Away გვხვდება, რომელიც მშობლებს შვილებისთვის ეკრანთან დროის გატარების შეზღუდვის შესაძლებლობას სთავაზობს: დღის კონკრეტულ საათებში აპლიკაციაზე წვდომის სრულად დაბლოკვა შეეძლებათ. ფაქტობრივად, განრიგს ადგენენ შვილებისთვის, თუ როდის გამოიყენონ აპლიკაცია, მაგრამ თინეიჯერებსაც აქვთ უფლება, აპლიკაციაში უფრო მეტი დროის გატარება მოითხოვონ. თუმცა, თუ დაბლოკილ დროს გახსნიან ტიკტოკს, მშობლები შეტყობინებას მიიღებენ და ისინი ნებართვის გარეშე მაინც ვერ შევლენ აპლიკაციაში.

Wind Down-იც ერთ-ერთი ახალი ფუნქციაა, ოღონდ მშობლებისთვის კი არა, 18 წლამდე მომხმარებლებისთვის შექმნეს. იმ პირებისთვის, რომლებიც აპლიკაციაში საღამოს 10 საათის შემდეგაც არიან. Wind Down მათ შეახსენებს, რომ ეკრანთან დიდ დროს ატარებენ და აქცენტი მენტალურ ჯანმრთელობაზე ექნება.

TikTok-ში მშობლების ფუნქციებისა და უსაფრთხოების ხელსაწყოების განახლება მისასალმებელი განახლებაა ოჯახებისთვის, რომელთაც ბავშვების ზიანისგან დაცვა და, ამასთან, პასუხისმგებლობიან ციფრულ მოქალაქეებად გაზრდა სურთ. რაც მთავარია, ხელსაწყოები მშობლებს მხარს უჭერს, წამოიწყონ ღიად საუბრები თავიანთი შვილების მიერ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, — განმარტავს სტიფენ ბალკმანი, Family Online Safety Institute-ის CEO.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი ფუნქციებით TikTok მეტასაც კი სჯობნის… 

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილდო მიიღო