in

TikTok ასტონ მარტინის პარტნიორი გახდა და ფორმულა 1-ში პოზიციონირებისთვის ემზადება

პარტნიორობის ფარგლებში, ტიკტოკი ჰეშთეგების ახალ აქციას დაიწყებს, #CatchChallenge. ეს იქნება ახალი ჰეშთეგი, რომელზეც განთავსდება ყველა ვიდეო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, თავი ფორმულა 1-ის მრბოლელად იგრძნოს.

Sporti
Sporti

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ვიდეოპლატფორმა ტიკტოკი ფორმულა 1-ში სადებიუტო სასპონსორო ხელშეკრულებას აფორმებს. ამიერიდან, ტიკტოკი ასტონ მარტინის საჯინიბოს ოფიციალური პარტნიორი იქნება, ისინი ერთად შექმნიან ინოვაციურ და საინტერესო ვიდეოკონტენტს. ეს არის მსგავსი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი. როგორც ცნობილია, ტიკტოკი საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმებას მთლიანად სპორტის ამ სახეობის ფედერაციასთან გეგმავდა, თუმცა ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდა, შესაბამისად, ასტონ მარტინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ახალ პარტნიორს მალე ოფიციალურად გრანდიოზულად წარადგენს.

ბოლიდზე ლოგოს განთავსების გარდა, მრბოლელისა და ტექნიკური სტაფის ყველა წევრის ეკიპირებაზე აპლიკაციის ლოგოტიპი განთავსდება.

„საინტერესო მოლოდინები გვაქვს, ეს ჩვენთვის სრულიად ახალი სივრცეა, საინტერესო აუდიტორიითა და სეგმენტით. ფორმულა 1 საოცარი სპორტია, გვინდა, ასტონ მარტინის გუნდთან ერთად საინტერესო ვიდეოპროდუქცია ვაწარმოოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს ჰარლი იონსონი, ტიკტოკის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

პარტნიორობის ფარგლებში, ტიკტოკი ჰეშთეგების ახალ აქციას დაიწყებს, #CatchChallenge. ეს იქნება ახალი ჰეშთეგი, რომელზეც განთავსდება ყველა ვიდეო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, თავი ფორმულა 1-ის მრბოლელად იგრძნოს.

„ტიკტოკი მზარდი და საინტერესო პლატფორმაა, ის საოცარი სისწრაფით ვითარდება, მსგავსი თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ციფრულ სივრცეში უფრო გავიზარდოთ და გულშემატკივარს მეტი სიახლე შევთავაზოთ. გვჯერა, წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება, ჩვენ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ“, – ამბობს ასტონ მარტინის მარკეტინგის მენეჯერი, რობ ბლუმი.


ფარიკაობა ოლიმპიადის ისტორიაში

„იდეით შეპყრობილობის სენი“ და სააგენტო „მეტას“ ფარგლებში შექმნილი სტარტაპების სხვა #შეცდომები