in

TikTok შეიძლება Facebook-ზე მოთხოვნადი აპლიკაცია გახდეს

2020 წელი ყველასათვის ცნობილი TikTok-ისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა (მაგალითად, აიკრძალა ინდოეთში), მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დასახელდა წლის ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციებს შორის. ანალიტიკური ფირმა App Annie – ის პროგნოზით, TikTok-ს მომავალი წლისთვის ყოველთვიურად მილიარდი აქტიური მომხმარებელი ეყოლება.

პანდემიამ დიდი როლი ითამაშა TikTok-ისადმი მოთხოვნის ზრდაში, რადგან „სახლში დარჩენილებისთვის“ სწორედ მობილური აპლიკაციები იქცა გართობის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად. ასევე მოთხოვნა გაიზარდა სხვადასხვა ფილმების საყურებელ და ონლაინ შეხვედრების აპლიკაციებზე. მაგალითად, Netflix-მა 37-ე ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

საუკეთესო აპლიკაციებს შორის მოხვდა Tinder-იც, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა შეზღუდა გადაადგილება და ფიზიკური შეხვედრები. მას მოჰყვა TikTok და YouTube.

TikTok-ის მოხმარება ასე აქტიურად თუ გაგრძელდა, შესაძლებელია, საუკეთესო აპლიკაციების ჩამონათვალში პირველი ადგილიც კი დაიკავოს.

ვინ იზრუნებს სვანეთის ბრენდინგზე? – ცნობილია ტენდერის გამარჯვებულები

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საჰაერო ფოტოები