in

TikTok-მა Instagram Broadcast channels-ის საკუთარი ვერსია ჩაუშვა

თუ აქამდე იმაზე ვსაუბრობდით, რომ ინსტაგრამმა ტიკტოკიდან გადმოიღო ფუნქციები, ახლა საქმე პირიქითაა — TikTok Bulletin board-ს სთავაზობს მომხმარებლებს, როგორც ინსტაგრამის Broadcast channels-ის საკუთარ ვერსიას. ამგვარად, ამ უკანასკნელის მსგავსად, მხოლოდ Bulletin board-ის კრეატორებს შეუძლიათ შეტყობინებების დაპოსტვა, ხოლო მიმდევრებს მხოლოდ ემოჯების დატოვება. ამასთან, Bulletin board ტექსტის, სურათისა და ვიდეოპოსტების მხარდაჭერას გვთავაზობს. 

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიებსა და კრეატორებს საზოგადოების შექმნა გაუმარტივონ მიმდევრებისთვის ახალი ამბებისა თუ განახლებების გაზიარებით ისევე, როგორც ექსკლუზიური კონტენტის დაპოსტვით. მაგალითისთვის, იმის ნაცვლად, რომ განახლებები სთორის ან ტიკტოკის ჩვეულებრივი პოსტის საშუალებით გააზიარონ, კრეატორებს მათი გაზიარება Bulletin board-ზე შეეძლებათ. ფუნქცია ექაუნთებს საშუალებას მისცემს, დაარეკლამონ საკუთარი კონტენტი მიმდევრებთან პირდაპირ გაგზავნით. 

საინტერესოა, რომ ეს ამბავი სიურპრიზი არ ყოფილა ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის, რადგან ტიკტოკი ფუნქციის ტესტირებაში ჯერ კიდევ ივნისში გამოიჭირეს. ბეტა რეჟიმში მუშაობისას ტიკტოკი აცხადებდა, რომ Bulletin board არტისტებისა და მუსიკოსებისთვის იყო, რათა მათ ახლად გამოშვებული სიმღერები გაეზიარებინათ მიმდევრებთან. საინტერესოა, რომ Paris Saint-Germain ამ ფუნქციას ახალი ამბებისა და განახლებების გასაზიარებლად იყენებდა. 

კრეატორებს Bulletin board-ის შექმნა შეტყობინებების ყუთიდან შეუძლიათ, მის ხილვადობას კი Show on profile-ის ჩართვა-გამორთვით განსაზღვრავენ. ამასთან, საკუთარი Bulletin board-ისთვის სახელის შერჩევაც შეეძლებათ. ხოლო მომხმარებლებმა მასში მოსახვედრად უნდა დააკლიკონ კრეატორის ბიოში განთავსებულ Bulletin board-ის სახელს, შემდეგ კი შეტყობინებებს მიიღებენ, როცა კრეატორი რაიმეს დაპოსტავს. 

გაითვალისწინეთ, რომ ფუნქციაზე წვდომის მისაღებად სულ მცირე 18 წლის უნდა იყოთ და 50 000 მიმდევარი გყავდეთ.

საქართველოს Wendy’s-მა APMEA-ს საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა

„დედას მე უფრო ვუყვარვარ!“ — დაპირისპირებები Tesco-ს საახალწლო კამპანიაში