in

ჩინეთში ბავშვები TikTok-ის გამოყენებას დღეში მხოლოდ 40 წუთით შეძლებენ!

“ახალგაზრდული რეჟიმის” მომხმარებლები საგულდაგულოდ შერჩეულ კონტენტს მიიღებენ

veon
veon

ჩინეთში ბავშვებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რომელიც TikTok-ის ადგილობრივ ვერსიას, Douyin-ს ეხება. როგორც აპლიკაციის მფლობელი კომპანია ByteDance აცხადებს, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს მისი გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. ასევე, “ახალგაზრდული რეჟიმის” მომხმარებლები სასარგებლო და საგულდაგულოდ შერჩეულ კონტენტს მიიღებენ.

იმისათვის, რომ ბავშვებმა ვერ მოახერხონ ყალბი ანგარიშების შექმნა, მშობლებმა თავად უნდა უზრუნველყონ შვილების რეგისტრაცია ან უკვე არსებულ პროფილებზე გაააქტიურონ “ახალგაზრდული რეჟიმი”.

რა თქმა უნდა, გამოყენების შეზღუდვა ნამდვილად ცუდია ბიზნესისთვის – Douyin/TikTok-ის კონტენტის რეკომენდაციის ალგორითმები ცნობილია, როგორც პლატფორმაზე მომხმარებლების დიდხანს “დაკავების” წარმატებული მექანიზმი. თავის მხრივ, ეს უფრო მიმზიდველი რეკლამების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ხოლო როდესაც მომხმარებლებს ლიმიტი დაუწესდებათ, ინვესტორების ინტერესიც იკლებს. მართლაც, გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე უოლ სტრიტის მთავარმა ინვესტორებმა ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალჩინოსნებს სთხოვეს, ქვეყნის პოლიტიკა უკეთ განემარტათ. მათ სურთ, მომავალი მიმართულება გააანალიზონ და გაიგონ, როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების საფონდო ღირებულებაზე. თანაც, ეს უკანასკნელში ბოლო დროს იძულებულნი გახდნენ, შეეზღუდათ თამაშები, წაეშალათ გარკვეული კონტენტი, რომელიც თუნდაც არაპატრიოტულად იქნა შეფასებული.

თუმცა ამ ეტაპზე ByteDance ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებულ უფრო ფართო ფინანსურ პრობლემებზე არ საუბრობს. მათი მხრიდან ერთადერთ მოთხოვნას ბავშვებისთვის ახალგაზრდული რეჟიმის გააქტიურება წარმოადგენს. ბუნებრივია, მოთხოვნის შესრულებას შესაბამისი პირები გააკონტროლებენ – ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი მანქანური თარგმნის ინსტრუმენტებით დაჯილდოვდებიან, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 310 დოლარს აღწევს.

“დიახ, ჩვენ უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენთ თინეიჯერების მიმართ. ამავდროულად, უფრო მეტს ვიმუშავებთ, რათა მათ მაღალი ხარისხის კონტენტი მივაწოდოთ და მოზარდებმა მრავალფეროვანი სამყარო აღმოაჩინონ აპლიკაციის მეშვეობით” – განმარტავს კომპანია.

ციფრული მარკეტინგი – ახალი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა BTU-ში

„ამისთვის ღირდა ლოდინი“! – Heineken ჯეიმს ბონდის ფილმის გამოსვლას გვახსენებს