in

TikTok კომენტარებში Dislike ღილაკს ამატებს

veon
veon

უნდა ვაღიაროთ, რომ TikTok–ის კომენტარების განყოფილება საკმაოდ რთულია, რადგან უამრავ კომენტარში რეალური დისკურსის პოვნა ძალიან ჭირს. ახლა კი პლატფორმა რეაქციების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რომელი კომენტარი გაჩვენოთ პირველი. 

გულის ფორმის ღილაკის მარჯვნივ ახალ Dislike ნიშანს ნახავთ, იგი ჩვეულებრივ დახრილი ცერა თითის სახით იქნება წარმოდგენილი. დიახ, ამ ფუნქციის ტესტირება TikTok-მა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, ახლა კი უკვე გლობალურად აამოქმედა. ეს ახალი მახასიათებელი მიზნად ისახავს, კომენტარების განყოფილება ნამდვილი და ავთენტური ურთიერთქმედებისთვის გამოიყენოს. იგი Report ღილაკის ალტერნატივადაც კი შეგიძლიათ ჩათვალოთ.

ხოლო, როცა კომენტარზე უარყოფით რეაქციას გამოხატავთ, დახრილი ცერა თითი შავ ფერს იღებს. თუმცა სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Dislike-ების რაოდენობა არ იქნება ნაჩვენები. ეს უკანასკნელი კი იმიტომ, რომ საზოგადოების წევრებს შორის ცუდი გრძნობების შექმნა და დემორალიზება თავიდან აირიდონ. 

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ TikTok-ზე not interested-ის ღილაკს არც ისე კარგად იყენებენ ან Youtube-ის მსგავს განახლებას გავიხსენებთ, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები ნამდვილად არ ჰქონია, dislike ღილაკის არსებობა ეჭვქვეშ დადგება, თუმცა დაკვირვება ნამდვილად ღირს…

ლისის ტბაზე ფესტივალი LISI VIBES გაიმართება

„JCB კავკასია“ — Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში