in

TikTok თინეიჯერებისთვის ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტს აწესებს

როგორ აისახება ეს რეკლამებზე?

M2

TikTok-მა განაცხადა, რომ ახალ ფუნქციას უშვებს, რათა 18 წლამდე ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დრო დღეში ერთ საათამდე შეამციროს. მშობლებს კი კონტროლის მრავალ ხელსაწყოს სთავაზობს, რაც ოჯახებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დააწესონ შეზღუდვები და დააკვირდნენ ეკრანთან გატარებულ დროს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს წინ იურიდიული საკითხები უძღოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი აშშ-ში ტიკტოკის აკრძალვას ეხებოდა, თუმცა ამის პარალელურად ადამიანები ონლაინ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზეც საუბრობდნენ… ბაიდენის ადმინისტრაცია ამ კვირიდან 30 დღეში TikTok-ის ყველა ფედერალური მოწყობილობიდან ამოღებასაც ითხოვს.

აპლიკაციისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ის ართულებს, რომ თინეიჯერებში სოციალური მედიით გამოწვეული მენტალური ჯანმრთელობის საკითხები მწვავე თემას წარმოადგენს. თუმცა აშკარაა, რომ იგი ცდილობს, არსებულ სიტუაციას ეკრანთან გატარებული დროის კონტროლის ხელსაწყოებით გაუმკლავდეს, რომელიც მალე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მსგავსად, TikTok-ში თინეიჯერების მაღალი ჩართულობაც უნდა შემცირდეს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 18 წლამდე მოზარდებს თავიანთ ექაუნთზე 60-წუთიანი ლიმიტი აქვთ, ამ დროის გასვლის შემდეგ კი აპლიკაცია მათ პაროლს სთხოვს, რის შემდეგაც ლიმიტზე გადაჭარბებას შეძლებენ. თუმცა თუ მომხმარებლები 100 წუთს მიაღწევენ, მათ TikTok ახალ მოთხოვნას წამოუყენებს, რათა საკუთარი თავისთვის თავადვე დააწესონ ახალი ლიმიტი. ამასთან, ყოველკვირეულად თინეიჯერები მიიღებენ შეტყობინებებს მათი ეკრანთან გატარებული დროის შესახებ. TikTok-ში ამბობენ, რომ მსგავსი ხელსაწყოები ძალიან ეფექტურადაც მუშაობს…

რა სარგებელს მოუტანს ეს მომხმარებლებსა და რეკლამის განმთავსებლებს?

მომხმარებლები ამ გზით აპლიკაციაში გატარებული დროის უკეთ მართვას შეძლებენ და მეტად მნიშვნელოვანი გამოცდილების უზრუნველყოფასაც. თუმცა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ TikTok-ის ალგორითმთან ბრძოლა, რომელიც გიბიძგებთ, საათები გაატაროთ აპლიკაციაში, საკმაოდ რთულია. ზოგი იმაზეც წუხს, რომ ამ სიახლის გამო მოზარდები აპლიკაციაში არასწორ ასაკს მიუთითებენ.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ითქვას, რომ მიმდინარე ცვლილებებს დიდი გავლენა ვერ ექნება მომხმარებლებზე, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით რეკლამის განმთავსებლების შემთხვევაში. ზოგიერთი ამბობს, რომ როცა დრო შეზღუდული გვაქვს, მეტად ვცდილობთ, ვისიამოვნოთ და მარტივად ვიმახსოვრებთ იმას, რასაც ვუყურებთ. მუდმივი სქროლვის რეჟიმში კი ერთ მარკეტინგულ კონტენტს მეორე უფრო კარგი ანაცვლებს და ეს უსასრულოდ გრძელდება… 

TikTok-ს ახალი საოჯახო კონტროლის ხელსაწყოები ემატება

პლატფორმა Family Pairing-ის პროგრამაში კონტროლის ახალ ფუნქციებსაც ამატებს, მშობლებსა და ძიძებს შეეძლებათ, თავად დააწესონ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტები თინეიჯერებისთვის, ამასთან, ცხრილიც კი შეუძლიათ რომ შეადგინონ, თუ როდის არ უნდა მივიდეს შეტყობინებები მათი ბავშვების ანგარიშებზე. როგორც ამბობენ, აპლიკაცია 13-15 წლის მომხმარებლებში საღამოს 9 საათიდან, ხოლო 16-17 წლის მოზარდებში 10 საათიდან ავტომატურად თიშავს შეტყობინებებს.

მშობლებსა და ძიძებს შეეძლებათ დეტალურად ნახონ, რას უთმობდნენ ისინი დროს TikTok-ში ყოფნისას, რამდენჯერ გახსნეს აპლიკაცია და დღის ან ღამის განმავლობაში რამდენი დრო გაატარეს იქ. 

Family Pairing არის შესაძლებლობა მშობლებისა და თინეიჯერებისთვის, რათა იმუშაონ ერთად ჯანსაღი ონლაინ ჩვევების განვითარებაზე. ეს მშობლების კონტროლი არ არის, უფრო მეტად მათი ჩართულობაა, საშუალება მშობლებისა და შვილებისთვის, რათა ერთმანეთისგან ისწავლონ, — განმარტავს ლერი მაგიდი, არასამთავრობო ორგანიზაცია ConnectSafely-ს პრეზიდენტი. 

ყველაფერი მეტად ეფექტური რომ გახდეს, TikTok-ს ძილის შეხსენების ფუნქციაც შემოაქვს, რომლის დაყენებაც მომხმარებლებს მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ. იგი შეახსენებს მათ, გადადონ თავიანთი მოწყობილობები და დასაძინებლად მოემზადონ. 

საინტერესო პოდკასტი | მაჩვენე შენი ფლეილისთი და გეტყვი ვინ ხარ შენ

თაკო ნაცვლიშვილის ეკომეგობრული ბრენდი Sheidish ფემინურობის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს