in

TikTok-ის ახალი პროგრამა მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავებს დაადგენს

veon
veon

TikTok-ის ვირუსულ ვიდეოებსა თუ ტრენდებში გამოყენებული სიმღერები უდიდეს პოპულარობას რომ იძენს, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი ფაქტია. თუმცა ხშირად პლატფორმის მიღმაც აღწევს და ჩვენს ფლეილისტებში ხვდება. ახლა კი პლატფორმა ამის გამოყენებას მომავალი მუსიკოსების საკეთილდღეოდ აპირებს — კერძოდ, ახალ პროგრამას უშვებს, რომელიც შემდგომი თაობის ამომავალ ვარსკვლავებს დაადგენს. თანაც უკვე Warner Music Group-თან სალიცენზიო ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი. 

ამგვარად, Elevate მუსიკოსებს გრძელვადიანი კარიერის შექმნაში დაეხმარება და მათი პოპულარობა ტიკტოკის ვირუსული ვიდეოთი აღარ შემოიფარგლება… მართალია, არ საუბრობენ იმაზე, თუ რის მიხედვით დაადგენენ შემსრულებლებს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სურთ, შექმნან არტისტების სია, რომელიც მთელ მსოფლიოსა და მუსიკის მრავალ ჟანრს მოიცავს. 

მეტიც, ახალი პროგრამით ტიკტოკი მომავალ მუსიკოსებთან მუშაობს, რათა ისინი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოს — როგორც აპლიკაციაში, ისე რეალურ სამყაროში, იქნება ეს ახალ ფუნქციებზე ადრეული წვდომა, კონტენტის გაძლიერება თუ ტიკტოკის ოფიციალური მხარდაჭერა. 

შეიძლება ითქვას, პროგრამა ერთ კრეატიულ ელემენტსაც ატარებს — არტისტების მშობლიურ ქალაქში იმ ლოკაციებზე, რომლებიც მათ მუსიკას შთააგონებს, ექსკლუზიურ პერფორმანსებს გამართავენ. კონცერტები იქნება მეგობრებისთვის, გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრებისთვის, რომელსაც ტიკტოკ კონტენტადაც აქცევენ, რათა მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ნახონ.

ვიცით, რომ ტიკტოკის გულშემატკივრები საშუალებას აძლევენ ხელოვანებს, გარღვევა მოახდინონ მუსიკალურ სამყაროში. ეს პლატფორმა საუკეთესო ადგილია მათთან დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, Elevate-ის მეშვეობით ხელოვანთა უნიკალური გამოცდილება მიგვაქვს გულშემატკივრებამდე, რაც ექსკლუზიურ პერფორმანსებსაც გულისხმობს მათ მშობლიურ ქალაქში. ამ პროგრამით ხელოვანები გააზიარებენ ახალ კონტენტსა და განახლებებს მუსიკის გამოშვების შესახებ, — აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება Warner Music Group-თან პარტნიორობას, მრავალწლიანი გარიგება ხელოვანებს ტიკტოკის მომხმარებელთა ბაზიდან ახალი შემოსავლის წყაროს გაუჩენს და მარკეტინგულ შესაძლებლობებსაც აჩვენებს, იქნება ეს მონეტიზაცია, ბილეთების გაყიდვა თუ სხვა ციფრული შესაძლებლობები. 

Feel the PAWer of love in Zugdidi — 20 ივლისს ოთხფეხა მეგობრებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება

„ყველაზე შავის“ შემქმნელმა ბარბის ვარდისფრის კონკურენტი შეიმუშავა