in

TikTok-ზე კონტენტის ვირუსულ გავრცელებას „ფარული ღილაკი“ წყვეტს — რას ნიშნავს ეს?

TikTok კონტენტის კრეატორთა ერთგვარ თავშესაყრად იქცა — ისინი ცდილობენ, თავიანთი კრეატიული თუ ნაკლებად კრეატიული ვიდეოები ვირუსულად გაავრცელონ. ამისათვის კი გარდა გამომწერებისა, For You ველის იმედადაც არიან, რომელიც მომხმარებლებს პერსონალიზებულად მორგებულ ვიდეოებს სთავაზობს.

თუმცა TikTok-ის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელსა და დოკუმენტზე დაყრდნობით, Forbes-მა განაცხადა, რომ მან პირადი „გახურების“ ფუნქციის შესახებ შეიტყო. ამ უკანასკნელის გააქტიურებისას, პოსტები ნახვების „გარკვეულ რაოდენობას“ აღწევს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ TikTok-ისა და მისი მშობელი კომპანიის ByteDance-ის თანამშრომლებმა სწორედ ამ ფუნქციით ისარგებლეს, რათა ხილვადობა გაზარდონ და პირადი სარგებელიც მიიღონ.

ეგრეთ წოდებული „სითბოს ღილაკი“ ეჭვქვეშ აყენებს For You ველსაც… თანაც, კონკურენტი სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, როგორიცაა Meta და YouTube, რომლებიც უხსნიან მომხმარებლებს, რატომ ხედავენ გარკვეულ კონტენტს, TikTok-ს არასდროს უსაუბრია ამაზე ღიად. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პლატფორმა ამ შიდა ფუნქციას კომპანიების მოსაზიდად იყენებს — ასე ჰპირდება ნახვების გაზრდას, მათთან პარტნიორობის იმედით. სხვა სიტყვებით, იმის ნაცვლად, რომ ალგორითმმა გადაწყვიტოს, რა გახდება ვირუსული, TikTok-ისა და ByteDance-ის თანამშრომლები ფარულად ირჩევენ კონკრეტულ ვიდეოებს და მათ სათანადო გავრცელებაზე ზრუნავენ.

ცხადია, ეს ყველაფერი დემოკრატიზებული მედიის საწინააღმდეგოდ მოდის, რადგან მსგავსი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ საბოლოო სიტყვა კვლავ დიდ კომპანიებს ეკუთვნით. ამასთან, ყოფილი თანამშრომლების თქმით, კრეატორების მიერ გენერირებული პოსტების დაახლოებით 0.002% გამოჩნდება For You გვერდებზე.

4 ფუნქცია, რომელიც Youtube TV-ის განსაკუთრებულად აქცევს

ინტერნეტში ახალი საძიებო სისტემა გამოჩნდა — Waldo