in

როგორ გამოვიყენოთ TikTok ჩვენი ბიზნესისთვის?

TikTok-ის სოციალური პლატფორმის ბიზნესისთვის გამოყენებაზე ბევრი საუბრობს. თუმცა, როგორ შეგვიძლია მისი საკუთარ ბრენდზე მორგება, განსხვავებული პოზიციონირების შექმნა და მომხმარებლების ინტერესის მომართვა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

დასაწყისი

თუკი, ინფლუენსერის დაქირავება არ გსურთ, ვიდეოების გაკეთება თავად მოგიწევთ. ნაბიჯი #1: თავიდან დაუცველობის შეგრძნება დაგეუფლებათ და ამას უნდა შეეჩვიოთ. “ტიკტოკზე” დაგჭირდებათ უფრო მეტად გახსნილი იყოთ, უფრო გულწრფელად დაანახოთ თქვენი ბიზნესის კარგი და ცუდი მხარეებიც. შემდეგ, გააკეთეთ სია, რა თემებსაც გსურთ შეეხოთ თქვენს ექაუნთზე. თემები უნდა ემთხვეოდეს ჰეშთეგებს, რომლებსაც კონტენტში გამოიყენებთ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ისინი, მით დიდ აუდიტორიას მიიზიდავთ. “ტიკტოკზე” ყველა ექაუნთი პირადია. თუმცა, ბიზნესისთვის პროფესიონალური ინსტრუმენტების გამოყენება მაინც შესაძლებელია. ბრენდული ექაუნთი შეიძლება იყოს ბიზნესის სტილის ან შემოქმედებითი მიმართულების. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ “ტიკტოკი” პირად ექაუნთებს უფრო ანიჭებს უპირატესობას. Pro ექაუნთები შეზღუდულები არიან მუსიკალური არჩევანის კუთხითაც. ამ დროს, პირადი ექაუნთით მუსიკის უზარმაზარ ბაზაზე გაქვთ წვდომა და უფრო მარტივიცაა ვიდეოების შექმნა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოების ყურება – ეს ისე, შთაგონებისთვის. საწყის ეტაპზე, მოცეკვავე თინეიჯერებისთვის თვალის მიდევნებაც მოგიწევთ. თუკი ნახავთ ვიდეოს, რომელიც არ დაგაინტერესებთ, დააჭირეთ ღილაკს not interested და ეძებეთ ის ჰეშთეგებიც, რომლებიც თქვენი ბრენდისთვის რელევანტურად მიგაჩნიათ.

შექმენით პირველი “ტიკტოკები”

დაივიწყეთ, როგორ ქმნით კონტენტს “ინსტაგრამსა” და “ფეისბუკზე”. “ტიკტოკზე” იმარჯვებს რეალურობა, მაშინ, როცა “ინსტაგრამზე უფრო შელამაზებული და გაიდეალებული ვიზუალურია ტრენდული.

პირველ რიგში, დააკვირდით იმ ვიდეოფორმატს, რაც კვირის განმავლობაშია პოპულარული. ამისათვის, გადადით discover გვერდზე. იქ ნახავთ პოპულარულ მუსიკას, რომლის გამოყენებაც, ასე ვთქვათ, სურვილის გამოხატვაა, რომ ამ საერთო მხიარულების ნაწილად გსურთ იქცეთ. თუკი ცეკვა არ გსურთ – უამრავი ვიდეოა, სადაც ადამიანები ჰყვებიან, რა ისწავლეს დღეს. ასევე, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს.

როგორ გამოიყენოთ მაქსიმალურად თქვენი კონტენტი

როდესაც რამდენიმე კარგი ვიდეო გექნებათ, ხელახლა გამოაქვეყნეთ ისინი რამდენჯერმე. “ტიკტოკერები” გირჩევენ, დღეში 4 ვიდეო მაინც დადოთ, 5-წამიანიც რომ იყოს. სუბტიტრებში გამოიყენეთ 4-6 ჰეშთეგი და აირჩიეთ ისინი, რომლებსაც 2 მილიონზე ნაკლები ნახვა აქვთ. ასე, ადამიანები უფრო ადვილად იპოვიან თქვენს ვიდეოს.

ბიზნეს გვერდზე შეგიძლიათ თქვენი ბრენდის ბმული მიუთითოთ, თუმცა, თუკი პირადი ექაუნთი გაქვთ, სთხოვეთ გამომწერებს, მოგწერონ პირადი შეტყობინება და ამგვარად გაუგზავნეთ ბმული. ინტერაქციულობის გასაზრდელად, დააკავშირეთ “ტიკტოკი”, “ინსტაგრამი” და ფეისბუქ გვერდები ერთმანეთთან. თუკი თქვენი ვიდეო “ტიკტოკზე” ბევრ ნახვას დააგროვებს, დაპოსტეთ ის “ინსტაგრამზეც” – გვირჩევს Digital New Age-ის თანადამფუძნებელი ნორიკო როი.

მეტი რესურსის გამოყენება

პანდემიის შემდეგ, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, “ტიკტოკი” უფასო სარეკლამო კრედიტს გთავაზობთ. ამგვარად, “ტიკტოკერების” თქმით, ისინი 10-20-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ იმავე გავრცელებაზე, ვიდრე Instagram-სა თუ Facebook-ზე. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს გაყიდვებზე სათანადოდ აისახა.

ხოლო, თუკი ამ ყველაფრის თავიდან არიდება გსურთ, კონტენტის შესაქმენლად ინფლუენსერს მიმართეთ. ინფლუენსერის მოსაძებნად ეწვიეთ TikTok Creator Marketplace. “ტიკტოკის” შემოქმედებითი ხელსაწყოები არაფრით ჩამოუვარდება კონკურენტებისას.

 

წყარო: inc



ლონდონის „ჩელსი“ ჩინელი ფანებისთვის სპეციალურ კონტენტს შექმნის

„აჭარაბეთმა“ CSR  პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა