in

TikTok-ს თამაშები ემატება!

დღეისათვის დიდი კომპანიები გეიმინგის სექტორიდან ნელ-ნელა გამოდიან, TikTok-ს კი, პირიქით, შესვლა სურს.

Financial Times-ის მოხსენების მიხედვით, TikTok-ის აპლიკაციას მალე გეიმინგისათვის განკუთვნილი ჩანართი დაემატება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მობილურისათვის განკუთვნილი თამაშებით გაერთონ. თანაც, ამ თამაშებს თანდართული ექნება რეკლამები, მოთამაშეებს კი დამატებითი კონტენტისთვის ფულის გადახდა შეეძლებათ.

კომპანიამ თამაშების ტესტირება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში ვიეტნამში დაიწყო. ხოლო ორი ინსაიდერის ცნობით, მომსახურების ევროპელ მოდერატორებს დაევალათ, თამაშები გაშვებამდე შეემოწმებინათ.

სავარაუდოდ, სიახლე 2 ნოემბერს გამოცხადდება, როცა TikTok პირველ „გლობალურ გეიმინგ ღონისძიებას“ უმასპინძლებს, სახელწოდებით “TikTok Made Me Play It”.

„გეიმინგის მომავალი აქ არის და ეს  ხდება TikTok-ზე. წამყვანი გამომცემლები თამაშებს ჩვენს პლატფორმაზე უშვებენ, ქმნიან საზოგადოებებს და გართობის მსურველ აუდიტორიას თამაშების აღმოჩენას შთააგონებენ“, — ვკითხულობთ ღონისძიების ვებგვერდზე.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ TikTok-ის ზოგიერთ კონკურენტს გეიმინგ სფეროში ასე არ გაუმართლა. მაგალითად, Snapchat-მა თამაშები 2019 წელს აამოქმედა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში დახურა ეს პლატფორმა. ხოლო Facebook თავის სათამაშო პლატფორმას დღეს, 28 ოქტომბერს ხურავს. ამის პარალელურად კი Netflix-მა, რომელმაც თავისი სათამაშო პროდუქტი გასულ წელს გამოუშვა, ახლახან განაცხადა, რომ ძალისხმევას გააორმაგებს და მეტ თამაშს გამოუშვებს.

როგორ გახდა თიბისი Global Finance-ის გამარჯვებული და რატომ უჭერს ის მხარს მცირე და საშუალო ბიზნესს

ტალღოვანი ღილები მხედველობადაქვეითებულებს ფერების გარჩევაში დაეხმარება!