როგორც ჩანს, ტიკტოკი ზუსტად ისეთ პოპულარულ შეტყობინების სერვისს გაგვაცნობს, როგორსაც Meta WhatsApp-ით და Apple Messages-ით გვთავაზობს — კომპანიის თქმით, იგი პლატფორმაზე ჯგუფურ ჩატებს დაამატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტიკტოკზე 32 ადამიანთან შეძლებთ ჩატის შექმნას, მათთან საუბარს და კონტენტის ერთად გაზიარებასაც კი. ამგვარად, უნდათ, რომ TikTok მეგობრების საუბრების ადგილად იქცეს და არ დარჩეს მხოლოდ გასართობ პლატფორმად, რომელიც უცხო ადამიანებთან ინტერაქციის საშუალებას გვაძლევს.
გამოდის, თუ აქამდე ერთმანეთს ტიკტოკის ვიდეოებს, სხვა აპლიკაციების დახმარებით, ჯგუფის ჩატებში ვუგზავნიდით, ახლა ამის შესაძლებლობას საკუთარ პლატფორმაშივე გვაძლევენ. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ, ტიკტოკშივე უყურონ, დააკომენტარონ და გამოხატონ რეაქციები.
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეტყობინებებს, ჯგუფური ჩატები მხოლოდ 15 წელს ზემოთ მყოფი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტიკტოკის თქმით, მათ უკვე დანერგეს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც 16 და 17 წლის თინეიჯერებს დაიცავს.
საინტერესოა, რომ ყველა, თინეიჯერების ჩათვლით, ჯგუფურ ჩატში საერთო მიმდევრის დამატების შედეგად შეიძლება, მოხვდეს — თუ თინეიჯერი მიიღებს მოწვევას ჯგუფურ ჩატში, ის ვერ შეძლებს დამატებას, თუ ჯგუფში სულ მცირე ერთი საერთო მეგობარი არ იქნება გაწევრიანებული. ამას დამატებული ისიც, რომ თუ თინეიჯერი შექმნის ჯგუფურ ჩატს, ტიკტოკი მათ ახალი წევრების ნახვის შესაძლებლობას მისცემს, რათა თავად გადაწყვიტონ, დაამატებენ თუ არა კონკრეტულ პირებს საერთო ჩატში.
ჯგუფური ჩატის შექმნას კი შეტყობინებების ყუთში ზემოთ მოცემულ Chat-ის ღილაკზე დაჭერით შეძლებთ, შემდგომ More Options უნდა აირჩიოთ, მეგობრების სიაც შეადგინოთ და Start group chat-ს დააკლიკოთ. ხოლო, თუ არსებულ ჯგუფში მოწვევის საშუალებით გსურთ დამატება, თავად მოწვევას დააკლიკეთ, შემდგომ კი Join Group-ის ღილაკზე გადადით.
TikTok-ში ფიქრობენ, რომ ჯგუფური ჩატები პლატფორმას მეტად სახალისოს გახდის და, ამავე მიზნით, მას სტიკერების შექმნის ფუნქციასაც ამატებენ…