in

როგორ შევარჩიოთ TikTok-ის ჰეშტეგები სწორად და რა გავითვალისწინოთ მათი გამოყენებისას

TikTok-ის ჰეშტეგები არ არის ცალსახა გზა ვიდეოს ვირუსულად გავრცელებისთვის, მაგრამ მას შეუძლია ხილვადობის გაზრდა. სწორად შერჩევის შემთხვევაში, TikTok-ის ჰეშტეგები ხელს უწყობს თქვენი კონტენტის კატეგორიზაციას, საშუალებას აძლევს ალგორითმს გაიგოს, თუ რაზეა თქვენი კონტენტი და ზრდის თქვენი აღმოჩენის შანსს TikTok SEO-ს მეშვეობით.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ გავრცელებული ჰეშტეგების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ ზემოთქმულის შესრულებაში, თუმცა მანამდე მცირე შესავალს გავაკეთებთ, რათა იცოდეთ, რაში გეხმარებათ კონკრეტულად მათი გამოყენება.

TikTok ვიდეოებისთვის ჰეშტეგების დამატება ეხმარება TikTok-ის ალგორითმს იმაში, თუ როგორ განათავსოს ის სწორ აუდიტორიაზე. რაც უფრო ტრენდულ და გავრცელებულ ჰეშტეგებს იყენებთ, მით უფრო ზრდით შანსებს, რომ მოხვდეთ შესაბამისი აუდიტორიის For You გვერდზე.

გარდა ამ უპირატესობისა, ჰეშტეგების გამოყენება ქმნის კომუნებს, რომლებსაც აინტერესებთ კონკრეტული თემები. ნიშური ჰეშტეგების გამოყენება გაძლევთ საშუალებას, შეუერთდეთ საუბარს და იპოვოთ თქვენი თანამოაზრეები. 

TikTok-ის SEO-ს გაუმჯობესება

TikTok-იც საძიებო სისტემაა. Google-ის მსგავსად, ის ეყრდნობა ინფორმაციის გარკვეულ ნაწილებს, რათა კონტენტი ყველაზე შესაფერის კატეგორიებში მოათავსოს და მაძიებლებისთვის წარმოაჩინოს. 

კონტენტის იდეები

როდესაც კონკრეტულ ჰეშტეგებს ეძებთ, ასევე აღმოაჩენთ სხვა TikTok ვიდეოებს ამ თემაზე. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის თქვენი სამიზნე აუდიტორიის გავრცელების არეალი და იპოვოთ უნიკალური კონტენტის იდეები.

გაზარდეთ თქვენი ვირუსული პოტენციალი

ტრენდული ჰეშტეგები ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ პლატფორმაზე განვითარებულ ტენდენციასთან, როგორიცაა გამოწვევები და ტრენდული ფორმატები. სწორი ჰეშთეგების გამოყენება ზრდის თქვენს შანსებს, გახდეთ ვირუსული TikTok-ზე და მიაღწიოთ უფრო ფართო აუდიტორიას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 15 ყველაზე პოპულარულ ჰეშტეგს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით ყველა იყენებს.

  1. #fyp
  2. #viral
  3. #tiktok
  4. #foryou
  5. #funny
  6. #viral
  7. #duet
  8. #smallbusiness
  9. #trending
  10. #explore
  11. #foryoupage
  12. #trendingvideo
  13. #tiktokcreator
  14. #contentcreator
  15. #tiktokchallenge

ბოლო რჩევის სახით გეტყვით, რომ ჯობს გავრცელებული, უნივერსალური და ნიშური ჰეშტეგები ერთად გამოიყენოთ. ასევე, გამოცდილი კონტენტკრეატორების რჩევაა, არ გამოიყენოთ ერთი პოსტისთვის 5-ზე მეტი ჰეშტეგი. 

მოერიდეთ შეუსაბამო ჰეშტეგებს, როგორიცაა #foryoupage. ისინი ასუსტებს თქვენი TikTok პროფილის ავტორიტეტს, ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ უფრო შესაბამისი, ნიშასთან დაკავშირებული ჰეშტეგები, რომლებიც ასახავს თქვენი TikTok კონტენტის თემებს.

მუდმივად აკონტროლეთ ტრენდული ჰეშტეგები, რადგან ზოგიერთი მალე კარგავს აქტუალურობას და შეიძლება აღარ იყოს თქვენი კონტენტისთვის სასარგებლო. 

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ თქვენი კონტენტი და შეურჩიოთ მას რელევანტური ჰეშტეგები. გახსოვდეთ, რომ რელევანუტორობა თანამედროვე ციფრული არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

„საქორწინო ბრინჯი“ — ბერძნული ტრადიცია მდგრად პრაქტიკად აქციეს

სასამართლოზე AI მკვლელს გარდაცვლილის სახელით ელაპარაკა