in

„იმიტომ, რომ შენ არჩევნებზე წასვლა დაგეზარა“ — TikTok-ის ვირუსული ტრენდი

TikTok-ის სქროლვისას, ალბათ, არაერთი ვიდეო შეგხვდათ, რომელიც არჩევნებზე წასვლისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ტრენდი, რომელმაც თითქმის ყველა პროფესიის მქონე ადამიანის გვერდზე დაიდო ბინა. ქართველებს რომ კარგი იუმორი გვაქვს, აქაც იდეალურად ჩანს… მოკლედ კამპანიაზე იმიტომ, რომ შენ არჩევნებზე წასვლა დაგეზარა ვსაუბრობთ — სატირულად გვაჩვენებს მომავალს, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება დადგეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ. 

BOG

ამ ტიპის ვიდეოს გადაღების მიზეზი თუ იდეა, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, სტატისტიკაში შეგვიძლია ვეძებოთ, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ იღებს — ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 56.75%-მა მიიღო. გამოდის, მოსახლეობის ნახევარი ქვეყანას სხვის მიერ არჩეულ მთავრობას ანდობს და ამაში მონაწილეობას არ იღებს. 

ამგვარად, ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში რუსულ სიმღერაზე შექმნილ კონტენტს ვუყურებთ, რომელთაგანაც ზოგიერთი რუსულადაც გვესალმება… გიორგი წერეთელმა კი ფილმების რუსულად გახმოვანება გადაწყვიტა:

ვიდეოს გადაღების იდეა სოციალურ ქსელში მიმდინარე ტრენდის გამო გამიჩნდა, სადაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აჩვენებს მაყურებელს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ ქვეყნის კურსი ევროპულ გზას გადაუხვევს, რისი საშიშროებაც ნამდვილად დგას ამ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე… ჩემი მთავარი სათქმელი ისევე, როგორც სხვა ყველა კრეატორის არის ის, რომ არჩევნებში თითოეული ხმა გადამწყვეტია. საჭიროა, რომ თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა, რათა ქვეყანამ განაგრძოს სვლა დასავლეთისკენ და არ მოხდეს ჩვენი საზოგადოების „გარუსება“… ჩემი სათქმელი ვიდეოშიც და აქ თქვენთანაც არის ის, რომ 26 ოქტომბერს ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე, — გვეუბნება გიორგი. 

ტრენდის ფარგლებში დისნეი რუსულმა მულტფილმებმა ჩაანაცვლა:

და ზოგიც უკვე შეხვედრებს ატარებს რუსულ ენაზე:

შესაძლოა, ბოლო დროს მოგზაურობაზეც გეფიქრებოდათ… ინფლუენსერ მანჩო ნოზაძესთვის, თუ არჩევნებზე არ წახვალთ, ბევრი ვარიანტიც არ გექნებათ, რადგან რუსეთის მასშტაბით მოგიწევთ თავგადასავლების ძიება. სწორედ ამიტომ ვხედავთ ვიდეოს, რომელშიც კრასნოდარისკენ მიმავალ ბილეთებს ყიდულობს:

ზემოთ რუსული მისალმება რომ ვახსენეთ, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო მეგი ბერიძეს ეკუთვნის, რომელიც ამჯერად ემიგრანტია და გამომწერებს ვიდეოს ევროპიდან უზიარებს:

იმის მიუხედავად, რომ ჩემი კონტენტი საერთოდ არ არის პოლიტიკური და, პირიქით, ამისგან ძალიან შორსაა, ყოველთვის გულანთებული ვიღებ მსგავს ვიდეოებს და მადლიერი ვარ, რომ შემიძლია ამ სახით მაინც დავეხმარო სამშობლოს ევროპულ მომავალს და ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო, საით არის სინათლე, სად არის ჩვენი ადგილი. იმდენად ემოციური იყო მსგავსი ტიპის ვიდეოების ნახვა, იმდენად შემაძრწუნებელი, რომ ბევრი არ მიფიქრია, ჩავრთე კამერა და გამომწერებს რუსულად მივესალმე — მტრის ენაზე მივესალმე და შევახსენე, რომ ეს სრული სატირა შეიძლება რეალობა გახდეს, თუ არჩევანს არ გააკეთებენ… ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ საკუთარი შვილები მისი კალთის ქვეშ ვიყოთ და არ გვიწევდეს სხვა ქვეყნებში თავის ძიება… ყველაფერი საუკეთესო წინ არის და მთელი გულით მჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია — 26ში ჩვენ სინათლეს, ევროპას ვირჩევთ.

ინფლუენსერებს არც კულინარია დარჩენიათ ყურადღების მიღმა თავისი ოლივიებით, იუბილენოებითა და ბლინჩიკებით“: 

ხოლო ონლაინ შოპინგმა არც ამ ტრენდში დაკარგა აქტუალობა, ოღონდ ახლა მიმდევრებს რუსული პლატფორმებიდან გამოწერას ასწავლიან:

მოკლედ ახლა სათქმელი მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა: #წადიარჩევნებზე!

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ეფექტური კამპანიების წარმოებაა“ – ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი

26 ოქტომბერს! ხმის მიცემის შემდეგ, წარადგინე მარკირება და უფასოდ გაერთე კაფეებში, ბარებსა და კლუბებში!