ინფლუენსერების გავლენა გაიზარდა. TikTok-მა და Instagram-მა კრეატორებს ფულის დამოუკიდებლად გამომუშავების შესაძლებლობა მისცეს. მათ დამატებითი კონტენტის შექმნა შეეძლებათ, რომლის სანახავადაც მომხმარებლები ფულს გადაიხდიან. ფულის გადახდა კი, შესაბამისი Creator Next პროგრამის დანერგვით მოხდება.
თუ აქამდე ინფლუენსერები კონტენტს იმ იმედით ქმნიდნენ, რომ ბრენდებს შეემჩნიათ და შემდგომში, მათი პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამირებისთვის, გადაეხადათ, ახლა შემოსავლის მიღება, უფრო დამოუკიდებელი პროცესი გახდება, რაც ბრენდის ნაკლებ ჩართულობას გულისხმობს. იგი ეყრდნობა web3-ის იდეალებს და უფრო დიდ ძალაუფლებას ინდივიდს ანიჭებს.
ამ იდეის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გადაიხდის მომხმარებელი ფულს კონკრეტულ კონტენტში. სწორედ ამიტომ, შესაბამისი პოსტების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ინფლუენსერებმა უნდა შექმნან ისეთი სარგებლის მქონე კონტენტი, რომ მომხმარებლებს ამაში ფულის გადახდა ნამდვილად უღირდეთ. თუმცა, კვლავ უნდა მისდევდნენ ტენდენციებს და ინარჩუნებდნენ მათთვის დამახასიათებელ სტილს.
Instagram გეგმავს სხვა პლატფორმების ინფლუენსერებიც მიიზიდოს და მისი აუდიტორია უფრო გააფართოვოს. თუმცა, ამ პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს, რადგან აუდიტორია არ არის მიჩვეული კონტენტში ფულის გადახდას.
რა გავლენას მოახდენს ეს ბრენდებზე?
კრეატორების შემოსავლის 77% ისევ ბრენდებზე მოდის. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება არც ისე კარგ გარემოს ქმნის მათთვის.
ინფლუენსერები შესაძლოა ბრენდების კონკურენტები გახდნენ, რადგან მათ შეუძლიათ საკუთარი პროდუქტების გამოშვება და ფულის მიღება ისე, როგორც ეს ბრენდის შემთხვევაში ხდება. მეტიც, მათ ჰყავთ უფრო აქტიური აუდიტორია, ვიდრე კონკრეტულ ბრენდებს. ეს კი მეტ უპირატესობას ანიჭებთ. მაგალითად, თუ თქვენ პიცის კონკრეტული ბრენდი ხართ, შეფი, რომელიც TikTok-ზე საკუთარი პიცის რეკლამირებას დაიწყებს, თქვენი კონკურენტი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მას ადრე პოსტების დაწერაში ფულს უხდიდით. ასეთ შემთხვევებში კონკურენციაში ჩაბმას, თანამშრომლობა სჯობს (მაგალითად, გამოუშვით საერთო პიცა).
თუმცა, აქვე ფიქრობენ, რომ ამ სისტემამ შესაძლოა ინფლუენსერებს უფრო მეტი წესი და შეზღუდვა დაუწესოს, რაც მათ კონტენტზეც მოახდენს გავლენას. და თუ რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ, ეს ჯერ კიდევ უცნობია.












