in

TikTok კამერისა და რედაქტირების მიმართულებით სიახლეებს გვთავაზობს

პლატფორმა პლატფორმა Giphy-სთან თანამშრომლობს

veon
veon

TikTok-მა კამერისა და რედაქტირების ხელსაწყოებისთვის მართლაც ბევრი სიახლე დანერგა.

“TikTok-ში გვჯერა, რომ არ გჭირდებათ პროფესიონალი იყოთ მონტაჟის კუთხით იმისათვის, რომ მარტივი, მიმზიდველი და სახალისო კონტენტი შექმნათ. ინტუიციური ხელსაწყოები ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი შემოქმედება საზღვრებს გარეთ გამოხატონ. ვამაყობთ, რომ ყველა დონის შემქმნელს ვთავაზობთ ინსტრუმენტების ფართო არჩევანს” — აცხადებენ კომპანიაში.

ვიდეოების შექმნის პლატფორმა Giphy-სთან მიაღწია პარტნიორობას. შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ, სხვადასხვა GIF-ზე მიიღონ წვდომა, რათა TikTok Green Screen ეფექტით ფონად გამოიყენონ. როგორც ცნობილია, ე. წ. მწვანე ეკრანი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ეფექტია აპლიკაციაში.

ვიზუალური გაუმჯობესების ახალი ღილაკი მყისიერად ზრუნავს ექსპოზიციის მეტ ეფექტურობაზე, დაბალ განათებასა და ფერის კორექციაზე. მასზე წვდომის მიღება განახლების ღილაკის გამოყენებით შეიძლება.

ასევე, მუსიკის სინთეზის ხელსაწყოები კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ხმა გამოიყენონ ვიდეოში, რომელიც ცხოველს ან მუსიკალურ ინსტრუმენტს ასახავს. ამ ფუნქციის დებიუტი რამდენიმე ვარიანტით შედგება, როგორიცაა მაგალითად, კატის კნავილი. სხვადასხვა ვერსიის შერჩევა რედაქტირების მარჯვენა პანელში იქნება შესაძლებელი.

დაბოლოს, შერჩეული ქვეყნებიდან კონტენტის შემქმნელებს შეეძლებათ, 1080p HD ვიდეოები ატვირთონ.

„ვითიბი“ აგრომეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს – გაიცანით ლევან ხმელიძე და მისი საოჯახო სასტუმრო ლეჩხუმში!

კოკა-კოლას ჯადოსნური კამპანია