TikTok-ის ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Keyword Insights, უშუალოდ მარკეტერებისთვის შეიქმნა. ეს უკანასკნელი კრეატორებს დაეხმარება, მიიღონ ინფორმაცია, რომელი საკვანძო სიტყვები და ფრაზები ჟღერს რელევანტურად აპლიკაციის რეკლამებში; რა ფრაზებზე რეაგირებს აუდიტორია დადებითად. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გაცილებით ადვილი იქნება ეფექტური კონტენტის და გაუმჯობესებული შედეგების მიღება.
აღნიშნული ფუნქცია TikTok-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილია, გააუმჯობესოს თავისი სარეკლამო შეთავაზებები და მარკეტერებს მეტი მონაცემი თუ ხელსaწყო მიაწოდოს პლატფორმაზე წარმატების მისაღწევად. კომპანიის თანახმად, Keyword Insight უკვე გაიტესტა რამდენიმე ბრენდის მიერ — მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მისი გამოყენებით, რეკლამების წარმადობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ამავდროულად, Keyword Insights-ის საშუალებით, შეგიძლიათ, რეკლამებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინების ჩამონათვალი მოძებნოთ. აქვე ნახავთ კონკრეტულ მაგალითებსც, რათა სხვადასხვა ტიპის კონტენტს უფრო ეფექტურად მოარგოთ.
მთლიანობაში, ფუნქციის მეშვეობით, ბრენდებს შეუძლიათ, შექმნან რეკლამები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებს. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს მეტ ჩართულობას და კონვერტაციის მაღალ მაჩვენებელს.