in

TikTok Kitchens თაყვანისმცემლებს ვირუსულ კულინარიულ პროდუქციას შესთავაზებს

სერვისი არსებულ რესტორნებზე დაფუძნდება

veon
veon

TikTok Virtual Dining Concepts-თან (VDC) თანამშრომლობს, რათა ახალი სერვისი TikTok Kitchens გამოუშვას. ეს იქნება მიტანის სერვისი, რომელიც აპს-შიდა რამდენიმე ყველაზე პოპულარულ რეცეპტს შესთავაზებს მომხმარებლებს. საწყის ეტაპზე აშშ-ში დაახლოებით 300 ლოკაციის ათვისება იგეგმება, თუმცა 2022 წლის ბოლოსთვის რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.

TikTok Kitchens არსებულ რესტორნებზე დაფუძნდება, მათ შორის VDC-ის თანადამფუძნებლის რობერტ ერლის საკუთრებაში არსებულ ქსელებზე, როგორიცაა Buca di Beppo და Bertucci’s. როგორც სერვისის აღწერაშია ნათქვამი, იგი რესტორნების სამზარეულოს და პერსონალს გამოიყენებს, მაგრამ ტრენინგ-კურსებსაც უზრუნველყოფს, საკვების შეფუთვებისა და სპეციალური რეცეპტებისთვის.

საგულისხმოა, რომ მენიუ კვარტალურად განახლდება — იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად გამოჩნდება ვირუსული კონტენტი. თავდაპირველად მენიუში იქნება გამომცხვარი ფეტა — რეცეპტი, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ Google-ის საძიებო სისტემაში, ასევე, შემწვარი, ხრაშუნა სიმინდი, მაკარონისგან დამზადებული ჩიფსები და ა. შ.

რაც მთავარია, ამა თუ იმ რეცეპტის ავტორები შემოსავლის ნაწილს მიიღებენ. “შემქმნელები პოპულარული რეცეპტების სანაცვლოდ თანხას მიიღებენ. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, ეს არის კულინარიის მოყვარულებისთვის განკუთვნილი კამპანია და არა რესტორნების ინდუსტრიაში წამოწყებული საქმიანობა” — აღნიშნავს TikTok-ის სპიკერი ელენა საავედრა.

როგორც იცით, VDC-მ უკვე მიაღწია წარმატებას MrBeast Burger-თან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ვირტუალური სამზარეულოთი. ულტრა პოპულარულმა იუთუბერმა MrBeast სულ რაღაც სამ თვეში მილიონი ჰამბურგერი გაყიდა, ახლა კი აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში უკვე 1500 სამზარეულო აქვს ათვისებული.

VTB-ის აგროტური, ამჯერად, შეფ კონსტანტინე თედელურთან ერთად გრძელდება!

როგორ შეგიძლია გა(და)ატარო ახალი წელი ახალი ტექნიკით?