LinkedIn აქტიურად ცვლის თამაშის წესებს მედია ლანდშაფტში. მოკლე ვიდეოებმა პლატფორმაზე არნახული პოპულარობა მოიპოვა, რასაც 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებიც ადასტურებს – ვიდეო ნახვები 36%-ით გაიზარდა, ხოლო ზრდის ტემპი სხვა ფორმატებთან შედარებით გაორმაგდა. პლატფორმა სწრაფად იქცევა მძლავრ ინსტრუმენტად კონტენტის შემქმნელების, მეწარმეებისა და ბიზნესებისთვის.
პლატფორმის უახლესი განახლებები მიზნად ისახავს კონტენტის გავრცელების გაუმჯობესებას. სრულეკრანიანი ვერტიკალური ვიდეო, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მობილურზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა დესკტოპ ვერსიაზეც გამოჩნდა. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ TikTok-ის მსგავსი უწყვეტი სქროლვითა და ვიდეო კარუსელებით, ძიების შედეგებში.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ვიდეოების ატვირთვა 34%-ით გაიზარდა, ხოლო CEO-ების ვიდეო-აქტივობამ, წლის განმავლობაში, 23%-იანი ზრდა აჩვენა.
პლატფორმაზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მაგალითია Deeptech-ის ვენჩურული კაპიტალისტი ალექს ლი, რომელიც ყოველდღიურად სამ პოსტს აქვეყნებს. მხოლოდ სამ თვეში, მან კვირაში 2 მილიონი impression დააგროვა. LinkedIn-მა ასევე დაიწყო სპეციალური ნანო-კურსების შეთავაზება, რომლებიც მოიცავს ვიდეო ჰუკების შექმნას, მონტაჟის საფუძვლებსა და LinkedIn Live-ის გამოყენებას.
ექსპერტები ბრენდებს ურჩევენ, არ დააყოვნონ პლატფორმაზე აქტიურობის დაწყება, რადგან LinkedIn ჯერ კიდევ ზრდის ფაზაშია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხიან, მოკლე კონტენტზე, ხოლო წარმატების მთავარი გასაღები რეგულარული პოსტინგის სტრატეგიაა.
წყარო: Fastcompany