in

TikTok-მა Spotify-ის კონკურენტი აპლიკაცია ჩაუშვა

Spotify-ის კონკურენტად TikTok Music მოგვევლინა — აპლიკაცია ახალი ტიპის მომსახურებაა, რომელიც აერთიანებს ტიკტოკზე სიმღერების აღმოჩენის ძალაუფლებას საუკეთესო სტრიმინგ მომსახურებასთან

TikTok Music-ში ამბობენ, რომ იგი მომხმარებლებს ათასობით არტისტის მუსიკას შესთავაზებს, რომელთა მოსმენას რეკლამების გარეშე შეძლებენ და ოფლაინ ფორმატიც ხელმისაწვდომი იქნება, გადმოწერის ფუნქციის დახმარებით. როგორც პრემიუმ მომსახურება, მიზნად ისახავს, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მოსმენის გამოცდილება შესთავაზოს და ამასთან, გაზარდოს შესაძლებლობები თუ შემოსავლები ხელოვანებისთვის. 

აპლიკაციის მთავარი მახასიათებელი კი ის არის, რომ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტიკტოკის ვირუსული სიმღერები TikTok Music-ზე გაუშვან. სხვა ფუნქციებში Lyrics Search-საც იპოვით, რაც სიმღერების ტექსტის პოვნას გულისხმობს. Real-Time Lyrics-ის ფუნქციით, კარაოკეში სიმღერაც შესაძლებელი გახდება, Song Catch კი უკვე შაზამის მსგავს სიმღერების პოვნის ფუნქციას სთავაზობს მომხმარებლებს. 

თუმცა ამჯერად მხოლოდ პრემიუმ სერვისად ამოქმედდა ინდონეზიასა და ბრაზილიაში და მოიცავს კატალოგებს სამი მთავარი ჩამწერი კომპანიისგან: საუბარია Universal Music Group-ზე, Warner Music Group-სა და Sony Music-ზე. აი, რაც შეეხება TikTok Music-ის აღნიშნულ ქვეყნებს მიღმა გასვლას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერ არაფერი იციან სამომავლო გეგმების შესახებ…

არც ის დავივიწყოთ, რომ ბრაზილია ტიკტოკისთვის რიგით მესამე უდიდესი ბაზარია 84 მილიონი მომხმარებლით, ხოლო ინდონეზია მეორე ადგილს 113 მილიონი აქტიური ტიკტოკ მომხმარებლით იკავებს…

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ხელმძღვანელები სამუშაო ძალის გამოწვევებს?

როგორ გადავიღოთ საუკეთესო ფოტოები ღამით?