in

TikTok-ის პოპულარობა კვლავ იზრდება – ის ნაწილობრივ YouTube-საც ანაცვლებს

ყოველ შემთხვევაში, ეს აშკარაა აშშ-ში, სადაც ორივე სერვისი დომინირებისთვის იბრძოდა

veon
veon

TikTok ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პროგრამა გახდა. ახლად გამოქვეყნებული ანგარიში კი ცხადყოფს, როგორ ჩაანაცვლა მან YouTube მრავალ ანდროიდ ტელეფონებზე.

აპლიკაციების ანალიტიკური კომპანიის App Annie-ს ანგარიში აჩვენებს, რომ Covid-19-ის პანდემიის შემდეგ TikTok-ზე გატარებული დროის მაჩვენებელი დრამატულად გაიზარდა. ყოველ შემთხვევაში, ეს აშკარაა აშშ-ში, სადაც ზემოთ ხსენებული ორი სერვისი დომინირებისთვის იბრძოდა.

აშშ-ში მომხმარებლები თვეში საშუალოდ 24 საათს ხარჯავენ TikTok-ზე, ხოლო Youtube-ზე – 22 საათსა და 40 წუთს. გაცილებით დიდ განსხვავებას ვხვდებით დიდ ბრიტანეთში, სადაც TikTok თითქმის 10 საათიანი უპირატესობით დომინირებს. თუმცა ეს საშუალო ყურების დროს ეხება. როდესაც საქმე ნაკადის მთლიან ხანგრძლივობას ეხება, იუთუბი დომინირებას განაგრძობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაჩვენებლები iOS მომხმარებლებს და აპლიკაციის ჩინური ვერსიის სტატისტიკას არ მოიცავს.

პანდემიით გამოწვეული მცირე ხანგრძლივობის ვიდეოების ზრდასთან ერთად გასაკვირი არ არის, რომ TikTok-მა შეძლო, ნამდვილი კონკურენტი გამხდარიყო სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის. გარდა ამისა, ტიკტოკის აპლიკაცია ყველაზე ხშირად გადმოტვირთვადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საგულისხმოა, რომ BBC News-ის თანახმად, YouTube-ს ყოველთვიურად დაახლოებით ორი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, TikTok-ს კი 700 მილიონი. ამიტომაც, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი… ამავდროულად, კონკურენციის მიზნით შეიქმნა YouTube Shorts და $100 მილიონი გამოყო, რათა კონტენტის შემქმნელებისთვის სტიმული მიეცა.

App Annie-ს თანახმად, მოკლემეტრაჟიანობა და ცოცხალი ვიდეო მთავარი მამოძრავებელია შემქმნელებისა და დამთვალიერებლებისთვის. TikTok-ს კი უახლოეს წლებში დიდი პოტენციალი აქვს რეიტინგის გაზრდის თვალსაზრისით.

„ჩვენ ვცვლით საქართველოს რეალობაში არსებულ ტიპური დამსაქმებლის სტანდარტს“ – MiMa

აი, ასეთი განცდაა, როცა სამყაროს მკაფიოდ ხედავ… – Zeiss-ის რეკლამა