და ასე ინსტაგრამის პირდაპირი კონკურენტიც გახდება… Instagram Reels ხომ გახსოვთ, მოკლე ვიდეოების ფუნქცია, რომლის შთაგონებაც აშკარაა, რომ ტიკტოკის პოპულარული ფორმატი იყო. ამას ტიკტოკმა Duets-ით და Stitches-ით უპასუხა, რითაც Reels-ის ელემენტებიც გადმოიღო. ახლა კი TikTok მეტად გაბედულ ნაბიჯს დგამს და პირდაპირ ინსტაგრამ პლატფორმის კონკურენტის, TikTok Notes-ის გაშვებას აპირებს.
მანამდე კი ერთმანეთთან შეჯიბრებამ ის მოიტანა შედეგად, რომ ორივე პლატფორმა გადაერთო Live სტრიმინგზე და კრეატორთა მონეტიზაციაზე სარეკლამო შემოსავლების გაზიარებისა და დასპონსორებული კონტენტის პროგრამებით… უკვე ტიკტოკის მომხმარებელთა ანგარიშებზე შეტყობინებებიც ჩნდება, რაც მათ მოახლოებულ გაშვებაზე მიუთითებთ და სთავაზობს ვარიანტს, არსებული ფოტო-პოსტები Notes-ში გადაიტანონ.
თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება: Meta-ს Facebook-მა ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი ვიდეო პლეიერი ისე, რომ ვერტიკალურ ვიდეოს მოერგოს და ეს ცალსახად TikTok-ის ხელწერაა.
მართალია, ჯერ არ არის ცნობილი TikTok-ის ფოტოების გაზიარების აპლიკაციის ჩაშვების თარიღი, მაგრამ გვპირდებიან, რომ ამ მომსახურებით მომხმარებლებს თავიანთი შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალებას მისცემენ ფოტოებითა და სათაურებით. თუმცა ეს ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის რაიმე სიახლე რამდენად არის, ცალკე საკითხია…