in

TikTok Now გაუქმდა — რა გახდა მიზეზი?

განსხვავებით ინსტაგრამისა და ტიკტოკისგან, სადაც ადამიანები „სრულყოფილი“ კონტენტის განთავსებისკენ მიისწრაფვიან, BeReal რეალობაზეა ფოკუსირებული. ასე ვთქვათ, ეს უკანასკნელი თავის მომხმარებლებს აიძულებს, ავთენტურობა გამოავლინონ. ვინაიდან მსგავს კონცეფციას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, სხვა პლატფორმებმაც გადაწყვიტეს მიბაძვა და ასე შეიქმნა TikTok Now.

აღნიშნული ფუნქცია გასული წლის სექტემბერში დაინერგა, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები ყოველდღიურ მოთხოვნებს იღებდნენ — მათ ორმხრივი კამერით 10-წამიანი ვიდეოები უნდა გადაეღოთ. თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა TikTok-ისთვის, რაც ლოგიკურიცაა… აქ ხომ ადამიანთა უმეტესობა იმისთვის იყრის თავს, რომ ტრენდებზე მორგებული კონტენტი შექმნას. BeReal-ს კი სრულიად განსხვავებული აუდიტორია ჰყავს, სადაც რეალობას ყველა დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

BeReal-ის იდეა მშვენიერი შესვენებაა სრულყოფილი სურათებისგან დასასვენებლად, მაგრამ ბევრისთვის დამღლელად მიიჩნევა ეს ყოველდღიური მოთხოვნები — მითუმეტეს სხვა პლატფორმებისგან, როგორებიცაა ტიკტოკი, ინსტაგრამი და სნეპჩატი.

15 უფასო ონლაინ კურსი ChatGPT-ის შესასწავლად

ვოლტი უკვე თელავშია – უფასო მიტანა პირველი 2 კვირა!