in

TikTok Now: ყველაფერი, რაც BeReal-ის „კლონზე“ უნდა იცოდეთ

veon
veon

მას შემდეგ, რაც BeReal-ის ფოტოების გაზიარების აპლიკაციის პოპულარობა გაიზარდა ამ წლის დასაწყისში, ბევრი ჩვენგანი შეეჩვია ყოველდღიურ შეტყობინებას: BeReal Time. ახლა კი შეგიძლიათ, კიდევ ერთი შეხსენების მოლოდინში იყოთ: Time to Now. საუბარია TikTok-ის ახალ ფუნქციაზე, რომელიც ყოველდღიური მოთხოვნის მოდელზეა აგებული და ეტაპობრივად ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

რით განსხვავდება TikTok BeReal-ისგან?

განსხვავება საკმაოდ მცირეა. ორივე აპლიკაცია ყოველდღიურ შეტყობინებას გზავნის სხვადასხვა დროს და მომხმარებლებს მომენტალური კადრის გამოქვეყნებას სთხოვს. ამავდროულად, ორივე აპლიკაცია წინა და უკანა კამერას იყენებს ერთდროულად. და ორივე მათგანის შემთხვევაში მხოლოდ მას შემდეგ შეგეძლებათ თქვენი მეგობრების პოსტების ნახვა, რაც საკუთარს გამოაქვეყნებთ.

მარტივად რომ ვთქვათ, TikTok Now აფართოებს BeReal მოდელს და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სტატიკური ფოტოების გარდა ვიდეოებიც გადაიღონ. ამ შემთხვევაშიც წინა და უკანა კამერა ერთდროულად აქტიური იქნება და, სავარაუდოდ, ვიდეოს ხანგრძლივობა 10 წამს მიაღწევს.

ამასთანავე, TikTok Now მეტ დროს იძლევა — შეტყობინების მიღებიდან სამი წუთი გაქვთ რეალურ დროში კადრების გადასაღებად. ამისგან განსხვავებით, BeReal-ზე დროის ლიმიტი 2 წუთს შეადგენს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ Time Now შეტყობინებების გამორთვა შესაძლებელია პარამეტრებში.

TikTok Now ცალკე აპლიკაციაა?

კი და არა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს მომხმარებელი — მაგალითად, შეერთებულ შტატებში TikTok Now ხელმისაწვდომია TikTok აპლიკაციის საშუალებით, სადაც სპეციალური ჩანართია განთავსებული. სხვა რეგიონებში კი ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო.

3 პრინციპი, გაზომვების ეფექტური სტრატეგიის შესაქმნელად

„თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისათვის