ჩირისა და თხილეულის ბრენდმა „პეიმან“, ახალი, TikTok კამპანია დაიწყო – ინფლუენსერებმა – @giodannell, ketevankhatiashvi, nutsa.surguladze, @anijavakhiii და @lookachuu – სპეციალურად გამომწერებისთვის, ინდივიდუალური ვიდეოები შექმნეს. კონკურსის პირობა ასეთია: TikTok-ის მომხმარებლები გამოწვევაში უნდა ჩაერთონ და ასეთივე კონტენტი შექმნან.
„არჩევანი საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ იმ გამოწვევაში ჩაერთოთ, რომელიც თქვენს ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება. მაგალითად, თუ კულინარია და მარტივი რეცეპტების მომზადება გიყვართ, მაშინ ნუცა სურგულაძის გამოწვევას გირჩევთ, თუ ცეკვა მოგწონთ, ანი ჯავახს და ა.შ. „პეიმანმა“ ეს სიახლე, მომხმარებელს, შესთავაზა კამპანიის ფარგლებში #პეიმანიშენთვისაა, რომლის მიზანიც ბრენდის ცნობადობის გაზრდაა“.
საბოლოოდ, კამპანიის ფარგლებში, გამოვლინდება 5 გამარჯვებული (თითოეული კატეგორიიდან ერთი) და ისინი, შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის, საირმის Best Western Sairme Resort-ში 2-კაციან საგზურს მოიგებენ.
კამპანია 25 ივნისს იწყება და „ტიკტოკის“ გამოწვევებში ჩართვა, გამომწერებს, 2 ივლისამდე შეეძლებათ.
მონაწილეობის წესები:
- გადაიღეთ კონკრეტული გამოწვევის ფარგლებში ინფლუენსერის მსგავსი თემატიკის ვიდეო
- ვიდეოში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ „პეიმანის “რომელიმე პროდუქტი
- აუცილებელია, რომ „ტიკტოკის“ პოსტის აღწერაში მიუთითოთ ჰეშთეგი #პეიმანიშენთვისაა და მონიშნოთ „პეიმანის“ გვერდი TikTok-ზე: @peymangeorgia
„გამარჯვებულს გამოავლენს „პეიმანის“ მარკეტინგისა და კამპანიაში ჩართული ინფლუენსერების გუნდი.
„პეიმანი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით. კომპანია სრულად აკმაყოფილებს გლობალურ სტანდარტებს და ფლობს სურსათის უვნებლობის ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორებიცაა: BRC, FDA, ISO 9001, ISO 22000 და ISO 14001. პროდუქციის ექსპორტი 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება, მათ შორის, საქართველოშიც“.
[R]