TikTok, სოციალური მედიის აპლიკაცია, რომელიც მოკლე ფორმატის ვიდეოების ვირუსულ გავრცელებაზეა ორიენტირებული, სავარაუდოდ, ახალი პლატფორმის ჩასაშვებად ემზადება. საუბარია TikTok Photos-ზე, რომელიც Instagram-ის პოტენციური კონკურენტი იქნება.
უკვე აპლიკაციის ლოგოც კი გამოჩნდა, რომელიც ტიკტოკის ნაცნობ ესთეტიკას შეესაბამება; უბრალოდ, სტილიზებული P სიმბოლოა გამოყენებული, რაც აქცენტს პირდაპირ ფოტოგრაფიაზე სვამს. ამასთან, მოძრავი სურათების ნაცვლად, მოსალოდნელია, რომ TikTok Photos ფოკუსირებული იქნება მხოლოდ უძრავი მომენტების გადაღებასა და გაზიარებაზე.
ამავდროულად, ამ ეტაპზე გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ორ ცალკეულ აპლიკაციას შორის სინქრონიზაციაც შესაძლებელი იქნება. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცით ამ სიახლის შესახებ, თუმცა იმედია, დებიუტიც მალე შედგება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ანდროიდზე, ისე iOS-ზე.