in

TikTok-ის სარეკლამო რგოლი – “იქნებ, ყველა ბინაში იმალება მიტოვებული ოთახი?!”

რეკლამა @samanthartsoe-ის ვირუსულ ვიდეოს ეხება

ორი დღის წინ TikTok-მა სარეკლამო რგოლი გამოაქვეყნა – მისი შთაგონება სოციალური გიგანტის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ვიდეოდან მოდის. კამპანიაზე კი კრეატიული ბრწყინვალების ცენტრ Le Truc-მა იმუშავა.

რეკლამა, სახელწოდებით “You Have To See It” მოიცავს როგორც “უბრალო” ადამიანებს, ისე ვარსკვლავებს. მისი შინაარსი კი ასეთია – TikTok-ის კონტენტის შემქნელები პლატფორმაზე არსებულ კულტურულ მომენტებს განიხილავენ. უფრო კონკრეტულად, ისინი საუბრობენ @samanthartsoe-ის ვირუსულ ვიდეოზე, რომელმაც ტიკტოკერები მობილურის ეკრანებს კიდევ უფრო მეტად მიაჯაჭვა. ასეთი გამოხმაურება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ვიდეო იმ კადრებს ასახავს, თუ როგორ მიაგნო გოგონამ სააბაზანოს სარკის უკან არსებულ მიტოვებულ, მისტიკურ ოთახს…

თვალსაჩინო ეპიზოდურ როლში ცნობილი მართა სტიურატიც მონაწილეობს, რომელიც ფარული ოთახის საძიებლად, მოულოდნელად ანგრევს საკუთარი ბინის კედელს. ასევე, რეკლამის განმავლობაში თანდათან ჩნდებიან ისეთი ტიკტოკერები, როგორებიც არიან @tinx, @ghosthoney, @alexisnikole და @brookeab.

პოპულარული პლატფორმა Publicis Groupe-ის მიერ ახლად გახსნილ ცენტრ Le Truc-ის პირველი მომხმარებელი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ სააგენტო 600 შემოქმედს და პროდიუსერს აერთიანებს. “პოსტ-პანდემიური სამყარო და სამუშაო გარემო არასოდეს იქნება ისეთი, როგორც ადრე… და ჩვენ უნდა შევქმნათ მომავალი, რომელიც იქნება მოქნილი, თანამშრომლობითი და მუდმივად ცვალებადი. Le Truc-ის მოდელი კი საუკეთესო ნიჭსა და შეთავაზებებს აერთიანებს, რაც უფრო მდიდარ და მრავალფეროვან გამოცდილებას უზრუნველყოფს” – ამბობს კარლა სერანო, Publicis Groupe-ის გლობალური სტრატეგიის დირექტორი და Le Truc-ის პრეზიდენტი.

შარქ თენქ საქართველო იწყება! – როგორია შოუს ისტორია და შინაარსი?

OpenBike – გადმოწერეთ ღია კოდი, დაბეჭდეთ და ისეირნეთ ხის ველოსიპედით