in

TikTok-მა იცის, რომ მას საძიებო სისტემად ვიყენებთ და ამაზე რეკლამაც გადაიღო

იმის ნაცვლად, რომ Google-ს, Yahoo-ს ან თუნდაც Bing-ს მიმართონ, მომხმარებლები კითხვებზე პასუხების საძიებლად ხშირად სოციალურ მედიას იყენებენ. გამონაკლისი არც TikTok-ია — ბოლო წლებში მისი პოპულარობის ზრდის გამო, ბევრი ადამიანი აღიქვამს პლატფორმას საძიებო სისტემის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აპლიკაციის მთავარ ფუნქციას ეს არ წარმოადგენს, TikTok სულაც არ ერიდება ინფორმაციის წყაროს სტატუსს. ამასთან დაკავშირებით, 60-წამიანი რეკლამაც კი გამოუშვა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პლატფორმა ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.

რეკლამის სიუჟეტი ასეთია: მამაკაცი ახალ ბინაში გადადის საცხოვრებლად, სადაც უამრავი დეტალია მოსაგვარებელი — ხალიჩა გასასუფთავებელი, სურათის ჩარჩო მოსაწესრიგებელი, წიგნები დასალაგებელი და ა. შ. მამა-შვილი კი მათ გადასაჭრელად TikTok-ს მიმართავს, რომელიც მარტივად და სწრაფად ეხმარება ყველაფრის მოგვარებაში.

აღსანიშნავია, რომ Guardian-ის თანახმად, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა ზრდასრულთა ახალი ამბების ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო გახდა დიდ ბრიტანეთში. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის 7% იყენებს მას სიახლეების გასაგებად. Google-მაც აღიარა ეს ტენდენცია და თქვა, რომ კომპანიის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 40% ირჩევს TikTok-სა და Instagram-ს რეკომენდაციებისთვის.

გადააჭარბებს თუ არა სოციალური მედია ჩვეულებრივ საძიებო სისტემებს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტენდენცია აშკარად შეინიშნება.

BMW-ს რეკლამაში ალუმინის ჩიტები გამოჩნდნენ

Instagram მომხმარებლებს 3 ახალ ფუნქციას სთავაზობს