TikTok-მა ახალი შრიფტი გამოუშვა, რომელიც აპლიკაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამოქმედდება. სოციალური ქსელის მიერ დამზადებული შრიფტი, სახელწოდებით „TikTok Sans“, ცვლის Proxima Nova-ს, რომელსაც პლატფორმა წლების განმავლობაში იყენებდა. ახლა კი ცვლილების დრო დადგა, რასაც კრეატიული გამოხატვის უკეთეს მხარდაჭერას უკავშირებენ.
კომპანიას მიაჩნია, რომ ავთენტური შრიფტი მეტად გააუმჯობესებს ბრენდის იდენტობის აღქმას — მისი საფუძვლებით დაწყებული, ინკლუზიურობითა და თვითგამოხატვით დამთავრებული. ამავდროულად, ვიზუალური თვალსაზრისით, შრიფტი მკაფიო შტრიხებითა და გრძელი ფორმებით გამოირჩევა. თუმცა მისთვის სიმარტივეა დამახასიათებელი, რათა აპლიკაციაში მცირე ზომის ტექსტები ადვილად წაკითხვადი იყოს და რიტმიც არ შენელდეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ტიკტოკმა მრავალენოვანი მხარდაჭერა დანერგა — შრიფტი თავსებადია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ინდონეზიურ, იტალიურ, პორტუგალიურ, ესპანურ, თურქულ, ვიეტნამურ და სხვა ენებთან.