in

TikTok საფეხბურთო ინდუსტრიასაც იპყრობს ?

Sporti
Sporti

ByteDance-ს მიერ შექმნილი პლატფორმა ყოველდღიურად ძლიერდება და ახალ სიმაღლეებზე ადის, საუბარია ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობ აპლიკაციაზე – TikTok. ტიკ-ტოკი არის ვიდეოგაზიარების სოციალური ქსელი, სადაც უკვე 850 მილიონზე მეტი ადამიანი არის რეგისტრირებული და მალე ეს ნიშნული 1 მილიარდს მიააღწევს. ყველაზე მზარდი პლატფორმა უამრავი საინტერესო ნიუანსით გამოირჩევა, ამიტომ უცნაური არ არის, რომ ამ სოციალურმა ქსელმა საფეხბურთო ინდუსტრიაშიც შეაბიჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უკვე აქტიურად მოუწოდებს საფეხბურთო კლუბებს, ფედერაციებს, ნაკრებებს, გამოიყენეონ და ინტეგრირდნენ ამ პლატფორმაზე. აქ თავს ძალიან საინტერესო სეგმენტი იყრის, საუბარია უამრავ ახალგაზრდაზე, რომლებიც ნებისმიერი საფეხბურთო კლუბისთვის ან ფედერაციისთვის შეიძლება პირდაპირი სწორების და ინტერესის სფეროს წარმოადგენდნენ.

@alphonsodavies

Let me call you back prank (part 1)😂#fyp #foryou

♬ original sound – Alphonso Davies

გერმანიის საფეხბურთო კავშირი მომავალი წლიდან სალიცენზიო დოკუმენტაციაში დაამატებს ტიკ-ტოკის შექმნის და ფუნქციონირების ვალდებულებას. მიმდინარე სეზონში რეგულაციების დაწესებამდე კლუბებმა აქტიურად აუბეს მხარი ამ ინიციატივას, გერმანია არის პირველი ქვეყანა სადაც სოციალური მედიის მენეჯერების პარარელურად, კლუბებმა ცალკე დაიწყეს ტიკ-ტოკ ქონთენთ მენეჯერების მოძიება და აყვანა. მარკეტინგულ გუნდებში იქმნება გუნდები, რომლებიც ჯერ ვიდეოს იდეებს ამუშავებენ შემდეგ კი მის წარმოებას ახორციელებენ.

@atleticodemadrid

🇷🇺 Moscow Moscow 🇷🇺 #tiktokdeporte #aupaatleti #championsleague #ucl

♬ Originalton – ❦

თუ თქვენ ფეხბურთი გიყვართ, ჩვენ გირჩევთ 12 საფეხბურთო კლუბს, რომელთა ტიკ-ტოკის ანგარიშებსაც აუცილებლად უნდა მიჰყვეთ.

მადრიდის „რეალი“ 

„ბარსელონა“

„პსჟ“ 

„ლივერპული“

„მანჩესტერ სიტი“ 

„ინტერი“ 

„ჩელსი“ 

დორტმუნდის „ბორუსია“ 

მიუნხენის „ბაიერნი“ 

მადრიდის „ატლეტიკო“ 

„მილანი“

„არსენალი“ 

პარარელურად რამდენიმე თვის წინ „ტიკ-ტოკი“ ოფიციალურად გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ სპონსორი და პარტნიორი.

ასევე გირჩევთ 12 ფეხბურთელს, რომელთა „ტიკ-ტოკის“ ანგარიშებს აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი.

ალფონსო დეივისი ( მიუნხენის „ბაიერნი“)

რობერტ ლევანდოვსკი ( მიუნხენის „ბაიერნი“)

სერხიო რამოსი ( მადრიდის „რეალი“)

ცესკ ფაბრეგასი ( „მონაკო“)

ჟოაო ფელიში ( მადრიდის „ატლეტიკო“)

ვინიციუს ჯუნიორი (მადრიდის „რეალი“)

კრისტიან პულისიჩი ( „ჩელსი“ )

ხამეს როდრიგესი ( „ევერტონი“ )

ანსუ ფატი „ბარსელონა“ )

დავიდ ლუისი ( „არსენალი“ )

მარიო გიოტცე ( „პსვ“ )

ლეონ ბაილი( ლევერკუზენის „ბაიერი“ )

ბევრი საინტერესო დეტალია მარკეტინგული კამპანიების, ახალი ფეხბურთელების წარდგენის და ახალი ქონთენთის წარმოების კუთხით. გერმანიაში რამდენიმე კლუბი აღნიშნულ ვიდეო პროდუქციაში სპონსორების ინტეგრირებას და დამატებითი შემოსავლის მიღებასაც ახერხებს.


მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდა

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ყველაფერს ვერ მოერია – Heineken-ის საშობაო რეკლამა