in

აი, რას გთავაზობთ TikTok-ის ახალი Shared Collections-ისა და Shared Feeds-ის ფუნქციები

Shared Collections ახალი გზაა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ტიკტოკის კონტენტის ერთ სივრცეში გასაზიარებლად, რასაც თან ახლავს Shared Feeds — ეს უკვე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტიკტოკის კონტენტს საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ გვერდზე უყურონ. 

საინტერესოა, რომ TikTok-მა ინდივიდუალური Collections ამ წლის დასაწყისში ჩაუშვა, რათა მომხმარებლებს კონტენტი კონკრეტულ ფაილებში შეენახათ. დღეს კი უკვე Shared Collections-ის ჩაშვებით, მათ შეუძლიათ შექმნან სივრცე, რომელშიც ოჯახის წევრებს, მაგალითად, ვახშმისთვის იდეებს გაუზიარებენ ან თუნდაც დეტალებს Secret Santa-ს თამაშის წესების შესახებ.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი საყვარელი კრეატორის კონტენტია, სახლის დიზაინის პროექტისთვის ინსპირაცია თუ ახალი უნარი, რომელზე დაუფლებაც ერთად გსურთ, Shared Collections ადამიანებისთვის ორგანიზებას ამარტივებს იმ კონტენტის ნახვისას, რომელსაც ტიკტოკზე აღმოაჩენენ და შეინახავენ, — ვკითხულობთ კომპანიის ბლოგპოსტში.

აღსანიშნავია, რომ Shared Collections-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნით კონკრეტულ ადამიანთან, თუ ორივე ერთმანეთის გამომწერები იქნებით, რადგან ფუნქცია მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა საჯაროდაც შეძლებთ მის გაკეთებას. ახალი Shared Collections-ის ფუნქცია უკვე გლობალურად ხელმისაწვდომია ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელთა ასაკი 16 წელს აღემატება. 

რაც შეეხება Shared Feed-ს, ახალ კონტენტს ორივე მომხმარებლის საერთო ინტერესებს მოარგებს, იქნება ეს სპორტი თუ ზამთრის აქტივობები ან უბრალოდ მათი საყვარელი კრეატორების კონტენტი. ეს გვერდი მომხმარებელთა ტიკტოკ აქტივობაზე დაფუძნებით გენერირდება, იმის მიხედვით, თუ რას უყურებენ, რა მოსწონთ და რაზე აკომენტარებენ. ოღონდ აქ დღეში მხოლოდ 15 ვიდეოს ნახავთ.

Shared Feed-ის შესაქმნელად კი მეგობარს მოწვევა უნდა გაუზიაროთ — როგორც კი მოწვევას დათანხმდება, შეგიძლიათ, შექმნათ გვერდი და ერთმანეთს ამის შესახებ პირადშიც მისწეროთ. ხოლო, როცა ყველა ვიდეოს უყურებთ, ტიკტოკი მიღებულ მონაცემებს დააკვირდება, მათ შორის იმასაც, თუ რომელი კონტენტი მოგეწონათ ორივეს, შემდგომ კი მათ Shared Likes-ის ისტორიაში შემოგთავაზებთ. 

ბორჯომში განახლებული “სმარტი” გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა