in

TikTok „შემოქმედებითი სიმამაცისკენ“ მოგვიწოდებს

ამისთვის ხელსაწყოებსაც გვიზიარებს…

შემოქმედებითი თავისუფლება და ექსპერიმენტები დღევანდელი მარკეტინგული არსენალის ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოებს წარმოადგენს, რათა მომხმარებლებს ზუსტად იქ შევხვდეთ, სადაც არიან… აი, ტიკტოკი კი იმას ზეიმობს, რომ ბრენდებმა და კრეატორებმა შემოქმედებითობა პლატფორმაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. ხოლო ინდუსტრიას წლევანდელ კანის საერთაშორისო ფესტივალზე მოუწოდეს, შემოქმედებითი სიმამაცე გამოეჩინათ. ეს მათთვის ცნობისმოყვარეობის, წარმოსახვის, მოწყვლადობისა და სიმამაცის ნაზავია. 

იმისათვის, რომ ბრენდებმა ტიკტოკზე თავი გამოიჩინონ, შემოქმედებითი სიმამაცის შემთხვევითი გამოვლინებებიდან ყოველდღიურ ქმედებებსა და სტრატეგიებში მათ გამიზნულად გადატანაზე უნდა გადავიდნენ. ხოლო ისინი, ვინც ამგვარ სიმამაცეს გამოავლენენ, საბოლოოდ გამარჯვებულებად მოგვევლინებიან. წლევანდელ კანის ლომებზე, მარკეტერებს მოვუწოდებთ, გაარღვიონ შემოქმედებითი საზღვრები, გამოიკვლიონ, როგორ მისცემს ახალი შემოქმედებითი ხელსაწყოები და ტექნოლოგიები მათ მასშტაბურ ბიზნესგავლენას, — აცხადებს ბლეიკ ჩანდლი, Global Business Solutions-ის პრეზიდენტი.

ცოტა სტატისტიკასაც ეხებიან და გვეუბნებიან, რომ მარკეტერები კრეატორებთან თანამშრომლობის რეალურ შედეგებს უკვე ხედავენ — მომხმარებლების 58%-ის თქმით, მეტად სავარაუდოა, რომ ბრენდებს ენდონ მას შემდეგ, რაც მათზე კრეატორებისგან შეიტყობენ… 

TikTok ამ შემოქმედებითი სიმამაცის ეპოქას მრავალი ხელსაწყოს შემოთავაზებით იწყებს, რომლებიც ბრენდებს აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება. ახლა კი იმაზე გესაუბრებით, რაც ტიკტოკში შექმნის პროცესს გაგიმარტივებთ და დროსაც დაგაზოგვინებთ:

TikTok One

შემოქმედებითი პლატფორმაა, რომელიც ბრენდებს თითქმის 2 მილიონ კრეატორთან წვდომას სთავაზობს, საუკეთესო პარტნიორი სააგენტოების აღმოჩენასა და არსებული შემოქმედებითი ხელსაწყოების გამოყენებას. აქ ყველაფერია, რაც წარმატებული ტიკტოკ კამპანიის განხორციელებასა თუ მასშტაბირებაში შეიძლება, დაგჭირდეთ. 

Symphony

სარეკლამო სივრცეა, რომლის უკანაც გენერაციული AI დგას. აქ ნებისმიერი ზომის ბიზნესს, სააგენტოსა თუ კრეატორს შეუძლია, ადამიანის შემოქმედებითობა AI-სთან გააერთიანოს.

Symphony Creative Studio

ეს უკვე ვიდეო გენერატორია, რაც TikTok კონტენტის შექმნის პროცესს AI ფუნქციებით აჩქარებს. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენიმე ფრაზის საფუძველზე პლატფორმაზე მორგებულ ვიდეოს აგენერირებს.

Symphony Assistant

AI ასისტენტია, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს შემოქმედებით ცოდნას სთავაზობს, რომელთა გამოყენებას შემდგომ TikTok კამპანიებში შეძლებენ. 

Symphony Ads Manager Integration

ავტომატურად აგენერირებს, ასწორებს და ალაგებს ტიკტოკის რეკლამას ისე, რომ უკეთეს შედეგებს მიაღწიოთ. 

Symphony Digital Avatars

AI-ის მიერ გენერირებული რეალური ადამიანებია, რომლებიც თქვენს კონტენტში შეგიძლიათ, გააცოცხლოთ. ეს ავატარები ფიზიკური მოძრაობების, სახის გამომეტყველების, ენებისა და ხმების ფართო სპექტრს ფლობენ. 

Symphony AI Dubbing

თარგმნისთვის განკუთვნილი ხელსაწყოა, რომელიც ბრენდებსა და კრეატორებს გლობალურ აუდიტორიასთან კავშირის საშუალებას აძლევს. 

Symphony Collective: Industry Advisory Board

ჩათვალეთ, რომ მრჩეველთა საბჭოა, რომელიც გეხმარებათ უკეთესი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებაში. 

Adobe Express

TikTok-ის მარკეტინგის პარტნიორია, რაც TikTok Commercial Music Library-საც მოიცავს. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ბრენდები მარტივად მიიღებენ წვდომას მილიონობით ტრენდულ სიმღერაზე, რომელთა გამოყენებასაც თავიანთ კონტენტში მარტივად შეძლებენ. 

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია

4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან, თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად