პლატფორმის ახალ ფუნქციებზე, განახლებებსა თუ ცვლილებებზე ბევრს კი გიყვებით, თუმცა ახლა მათგან იმ სიახლეებს გამოვარჩევთ, რომელთა ცოდნაც მარკეტერებისთვის მნიშვნელოვანია. მოდით, დავიწყოთ:
N1: TikTok-ის ალგორითმი
ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტთან (DSA) შესაბამისობისთვის ტიკტოკმა განაცხადა, რომ EU-ს მომხმარებლებს მალე მიეცემათ საშუალება, გადაერთონ პლატფორმის რეკომენდაციის ალგორითმზე — მომხმარებლები, რომლებიც უარს იტყვიან პერსონალიზებულ For You Page-სა და LIVE feed-ზე, სანაცვლოდ, ნახავენ ვიდეოებს, როგორც მათი საცხოვრებელი ადგილიდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ცვლილება 2023 წლის 28 აგვისტოდან ამოქმედდება.
N2: TikTok-ის რეკლამის სამიზნე სეგმენტი
პლატფორმა Privacy Go-ს ხელსაწყოს განვითარებაზე მუშაობს, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი CRM ინფორმაციები TikTok-ის აუდიტორიის ინტერესებს შეუსაბამონ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალობის დაცვის გზით.
N3: TikTok-ის ანგარიშის უსაფრთხოება
17 ივლისს ტიკტოკმა passkeys გამოუშვა, რაც iOS-ის მომხმარებლებს თითის ანაბეჭდის ან სახის სკანირებით თავიანთ ანგარიშებზე შესვლის საშუალებას აძლევს. ამას კი კომპანიაში მეტად სწრაფ, მარტივ და დაცულ გზად აღწერენ.
N4: TikTok-ის კონტენტი
სათაურების სიგრძე — თუ აქამდე 100 სიმბოლომდე იყო შეზღუდული, შემდეგ 2200 სიმბოლომდე გაფართოვდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 4000-ს აღწევს.
ტექსტის შემცველი პოსტები — 2023 წლის 24 ივლისს ტიკტოკმა ახალი ფუნქცია მრავალი მახასიათებლით შემოგვთავაზა, იქნება ეს სტიკერები, ჰეშთეგები, მრავალფეროვანი ფონი, ხმები თუ სხვა რამ.
N5: TikTok-ის სატესტო ფუნქციები
ტიკტოკის ზოგიერთ მომხმარებელს, რომელსაც 1000 მიმდევარზე ნაკლები ჰყავს, Live-ის ჩართვა შეეძლება. ამასთან, პლატფორმა კონკრეტულ მომხმარებლებს მაღაზიის ჩანართის დამატების საშუალებას აძლევს…