in

როგორ გამოიყენოთ TikTok ტენდენციები ელექტრონული კომერციისთვის?

TikTok ტენდენცია მოიცავს ხმის, ცეკვის, ჰეშთეგის ან ვიდეო ფორმატის ვიდეორგოლს, რომელიც ვირუსულად ვრცელდება. როგორც კი ტენდენცია ჩნდება, მას მაშინვე აიტაცებენ ხოლმე, სანამ ჯერ კიდევ ახალია. TikTok-ის ეპოქების გახსენება მარტივად შეიძლება პოპულარული ტენდენციური ფორმატების მეშვეობით, ხოლო ტენდენციები, რომლებიც მხოლოდ ერთი წლისაა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უკვე ძალიან ძველია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად ჩნდებიან და ვითარდებიან.

როგორ აღმოაჩინოთ ტიკტოკ ტრენდები? ტიკტოკი ძალიან ქაოტურად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუკი მიჩვეული არ ხართ ამ სივრცეს. ამიტომ, თვალი ადევნეთ For You გვერდს, სადაც უამრავ ვიდეოს ნახავთ. მათ ალგორითმი იმის მიხედვით ავრცელებს, თუ რამდენად შეიძლება მოგეწონოთ. TikTok-ის ტენდენციურობის გასარკვევად საუკეთესო გზაა აპის კარგად შესწავლა და საკუთარი უნიკალური ხელწერის განვითარება. დიდი დრო არ დაგჭირდებათ იმის დასანახად, თუ რომელი ტენდენციები ხდება ვირუსული, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოთ. TikTok-ის ტენდენციები სწრაფად იცვლება და თუ გინდათ გადახვიდეთ და თავად შექმნათ ვიდეო, ყოველთვის უნდა მოქმედოთ დროულად.

სულაც არაა აუცილებელი, რომ თავად იყოთ ტრენდის ავტორი. მთავარია, იცოდეთ, რა ტრენდია ამ დროისათვის აქტუალური. ამიტომ, გაგაცნობთ ისეთ ტენდენციებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის გვერდისთვის გამოგადგებათ.

POV ანუ “point of view”

POV ტიკტოკ ვიდეოები არის აზრის გამოთქმა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს, ხედვას ან სიტუაციას ეხება. ამ კუთხით უამრავი ვარიანტი გაქვთ. ფორმატის გამეორება ძალიან მარტივია და, როგორც ჩანს, პოპულარული რჩება, რის გამოც POV ჰეშთეგს აქვს 718,7 მილიარდი ვიდეოს ნახვა TikTok-ზე და ნახვები დღემდე იზრდება.

Storytime

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც სულ პოპულარულია აპლიკაციაში არის Storytime. თავდაპირველად, YouTube-ზე შექმნილი სიუჟეტები არის, როდესაც შემქმნელს სურს გაუზიაროს პირადი გამოცდილება, რომელიც სასაცილო, საინტერესო, ამაღელვებელი ან უცნაურია. შედეგად, მომხმარებლები ხშირად ითხოვენ უფრო მეტ ინფორმაციას.

თვითნასწავლი გამოცდილება, #glowup და #whatIlearned

ეს ტრენდი ხშირად გულისხმობს ისეთ ვიდეოებს, სადაც ფიზიკურ ცვლილებებს აქვეყნებენ. ეს შეიძლება იყოს ფიტნეს ვიდეოები ან მაკიაჟი. ეს ტრენდი თვითტრანსფორმაციის დეტალებზეა მომართული. როცა ამ ტრენდს ბიზნესისთვის იყენებთ, შეგიძლიათ მოყვეთ, რა ცვლილებებს მოუტანს თქვენი პროდუქტი მომხმარებელს, რა გზა გამოიარა კომპანიამ და სხვა.

მოწყვლადობა

ტიკტოკი სათანადო სივრცეა გულახდილობისთვის. ალგორითმი გაწვდით ისეთ კონტენტს, რომელიც ემოციური და დამაფიქრებელია. კრეატორები ხშირად აზიარებენ კონტენტს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გაჯანსაღებაზე, სირთულეების დაძლევაზე, პანიკურ შეტევებთან და შფოთვასთან გამკლავებაზე და იმ თემებზე, რაც სხვა ადამიანებს ეხმარებათ.

ასტროლოგია

ტიკტოკზე ასტროლოგიური კონტენტი უხვადაა. ამ კუთხით, უამრავი ტიპის ვიდეოს შეხვდებით. რა კავშირშია ეს ბიზნესთან? თუკი შესაბამისი ტიპის პროდუქტი გაქვთ, მაგალითად, მინერალური ქვები, ამულეტები ან სხვა, ეს ტრენდი გამოგადგებათ.

#Foodtok

ეს ტრენდი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია აპლიკაციაში. საკვები ბიზნესისთვის რეცეპტის გაზიარება ან მომზადების პროცესი მშვენიერი კონტენტია.

გადასვლები

ტანსაცმლის ცვლილება, თმის შეჭრა, გარეგნობის ცვლილება, CapCut-ის ეფექტებით დარედაქტირებული ვიდეოები თქვენი ბიზნესისთვის შეიძლება მშვენიერი კონტენტი აღმოჩნდეს.

მწვანე ფონის ეფექტი

ტიკტოკზე მწვანე ფონის გამოყენებას ხშირად ნახავთ. გააზიარეთ სურათები, სქრინები ან ვიდეოები და გამოიყენეთ მწვანე ფონის ეფექტი, სადაც თავად შეგიძლიათ ისაუბროთ.

ტიკტოკ ჩელენჯები

გამოწვევები ამ სოციალურ ქსელშიც უყვართ. ერთ-ერთი ასეთი ჩელენჯია lip sunc, სადაც პირს სიმღერის ტექსტს ჩუმად აყოლებენ ხოლმე.

ცეკვა და ქორეოგრაფია

ქორეოგრაფია თავიდანვე აპლიკაციის კონტენტის ბირთვს წარმოადგენდა და არაერთმა მომხმარებელმა შეიქმნა კარიერა, მისი საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის ქორეოგრაფიული ტენდენციები სწრაფად იცვლება, დიდხანს არ დაგჭირდებათ იმის გარკვევა, თუ რა არის უახლესი ცეკვის ტენდენცია.

Microwave Popcorn

ამ სიმღერაზე დაყრდნობით შექმნილი ვიდეოები გულისხმობს რაღაც საკითხის ახსნა ვინმე ისეთისთვის, ვისაც ეს არ ესმის. ამ ტრენდის ვიდეოებს ხშირად აქვთ ეს მუსიკალური ფონი. ამგვარად, ხუმრობები შეგიძლიათ მიაწოდოთ აუდიტორიას.

ჩართულობა კომენტარებით

ზოგჯერ, ვიდეოს მთავარი ღირსება მისი კომენტარებია. სახალისო კომენტარებზე ხაზგასმა გვერდის აქტიურობას გაზრდის.

ოჯახური ვიდეოები

ოჯახის წევრების ჩართულობა აუდიტორიას ძალიან მოსწონს. მიიწვიეთ ოჯახის წევრები საცეკვაოდ, სასაუბროდ, ხუმრობისთვის, რაიმეს მოსაყოლად…

შინაური ცხოველები

ტიკტოკზე პოპულარობა შინაურმა უსაყვარლესმა ცხოველებმაც მოიპოვეს. ეს შესაბამისი აქსესუარების ბრენდებისთვის საყურადღებო ტრენდია.

პოპ-კულტურა

ჭორების გაგება, რასაკვირველია, ტიკტოკიდანაც შესაძლებელია. ზეტ თაობისთვის საინტერესო ადამიანებზე ხშირად წააწყდებით ინფორმაციას თუ განხილვას. თუკი თქვენს ბიზნესთან ეს მიმართულება ახლოა, ეს ტრენდი დაგეხმარებათ მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში.

რაიმეს მორგება

თუკი გინდათ აუდიტორიას სტილისა და გემოვნების შესახებ გაუზიაროთ გამოცდილება, ამ ტრენდს მიყევით. აჩვენეთ, როგორ მოირგებდა მომხმარებელი კონკრეტულ ტანსაცმელს, როგორ შეუფერებდა ერთმანეთს სხვადასხვა ბრენდის სამოსს, აქსესუსარს და ა.შ.

ASMR

ყურებში ჟრუანტელის გამოსაწვევად, ეს ტრენგი მშვენიერი გზაა. მაგალითად, საპნის დაჭრის ან ნივთების მსხვრევის ხმა. სხვა ბევრი ვერსიაცაა, რის შეთავაზებაც შეგიძლიათ აუდიტორიისთვის.

ერთი დღე

რა ხდება თქვენს ყოველდღიურობაში მთელი დღის მანძილზე? ამ გამოცდილების გაზიარება დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში. ის ბრენდებს აკურატულად აცნობს აუდიტორიას და საკმაოდ საინტერესოა კომერციული მიზნებისთვის.

ნოსტალგია

ამბობენ, რომ ეს ტრენდი კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული. კრეატორები ნოსტალგიურ კონტენტს ხშირად დებენ, მუსიკის, ვიდეოების ან სხვა მოგონებების სახით.

 

წყარო: shopify

ჰიბრიდული მანქანების ისტორია და ბრენდები, რომლებიც ამ მიმართულების ნოვატორები იყვნენ

გულის მონიტორინგისთვის სპეციალურ პაჩს ქმნიან — კვლევა