in

TikTok-ის 13 ტრენდული სიმღერა 2025 წლის შემოდგომაზე

თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ სოციალურ ქსელებში გამოყენებულ მუსიკას დიდი ძალა აქვს, რადგან მომხმარებლები არა მხოლოდ იმახსოვრებენ სიმღერას, არამედ იმ ვიდეოებსაც, რომლებსაც ეს მუსიკა ჰქონდა დადებული.

პოპულარულ პლატფორმაზე, ტიკტოკზე, სწორი ხმოვანების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ტრენდული მუსიკის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი შანსები, მოხვდეთ გვერდზე For You. TikTok-ის ალგორითმი ხშირად უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც ნაცნობია და განმეორებადი, ამიტომ, როდესაც სიმღერა პოპულარულია, მასზე გადასვლამ შეიძლება თქვენი პოსტი უფრო ხილვადს გახადოს.

ბევრი რომ არ იწვალოთ პოსტის შესაფერისი აუდიოს მოსაძებნად, აქ არის ყველაზე პოპულარული TikTok სიმღერები, რომლებიც აქტუალურია 2025 წლის შემოდგომაზე, ამიტომ გამოგვყევით, თუ ინსპირაციისთვის ახალ „ხმებს” ეძებთ.

13 ტრენდული TikTok მუსიკა, რომლებიც უნდა იცოდეთ:

Flores Amarillas – იმედი, ოპტიმიზმი, შემოდგომის აურა, სიახლეების გაცნობა, ახლის დასაწყისი – ეს ის თემებია, რომლებისთვისაც ეს სიმღერა პლატფორმაზე გამოიყენება.

Lil Boo Thang – პოლ რასელის ეს მიმზიდველი სიმღერა საყვარელი საქმეების კეთების, შინაურ ცხოველებზე გადაღებული კონტენტისა და სხვა მსგავსი სტილის ვიდეოების შემთხვევაში გამოიყენება.

Your Attention – ჯო დაუნის ეს სიმღერა სულ უფრო პოპულარული ხდება კრეატორებისა და ბრენდებისთვის, როდესაც სურთ, რომ მაყურებელმა შეწყვიტოს სქროლვა და ყურადღება მათ კონტენტს მიაქციოს.

Illegal – PinkPantheress-ის ამ ტრენდულ სიმღერას ხშირად იყენებენ რჩევების ვლოგისთვის, სინქრონული ვიდეოებისთვის და ისეთი ვიდეოებისთვის, სადაც მოქმედი გმირია ორი სხვადასხვა ადამიანია.

Halloween cute horror song – ახლოვდება 31 ოქტომბერი და ეს ტრეკი პოპულარობას იხვეჭს.

Man I Need – ოლივია დინის სიმღერა სულ უფრო და უფრო პოულობს თავის ადგილს პლატფორმაზე, როგორც სულიერი ჰიმნი, რომელსაც ადამიანები სითბოს, კავშირისა და რომანტიკული მომენტების აღსანიშნავად იყენებენ.

Friend Zone – Thundercat-ის Friend Zone ის ტრეკია, რომელსაც აუდიტორიისთვის რაღაცის გასაცნობად იყენებენ. ბასის ფანკპარტიებითა და გლუვი ვოკალით, ტრეკი ხშირად თან ახლავს ავთენტურ, ყოველდღიურ კონტენტს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს ასახავს.

Shiny – განსაკუთრებით ტყუპი ტიკტოკერების საყვარელი ტრეკია, სადაც ისინი სინქრონულ კონტენტს აზიარებენ.

Birds of a Feather – ბილი აილიშის ემოციური ტექსტები და მელოდია შთააგონებს TikTok-ის შემქმნელებს, გაუზიარონ ერთმანეთს პირადი ისტორიები და გამოცდილება.

Tears – საბრინა კარპენტერის სიმღერა TikTok-ზე დღეს ძალიან აქტუალურია. დისკო-პოპ აურა და გადამდები რიტმი უამრავ შემქმნელს შთააგონებს, წარმოაჩინონ თავიანთი უნარები.

Feel Good – ნოსტალგიური R&B ვიბრაციით, კლარა ლა სანის სიმღერა TikTok-ის საყვარელ ტრეკად იქცა.

I’m a Dog – კევინ გეითსის სიმღერა TikTok-ზე საცეკვაო კონტენტის ტრენდია. მიმზიდველი რიტმი და თამამი ტექსტი მას იდეალურს ხდის ვარჯიშის, ცეკვისა და სხვა ენერგიული შინაარსის ვიდეოებისთვის.

You Da One – რიანას 2011 წლის სიმღერა TikTok-ის პოსტებში ხშირად იმისთვის გამოიყენება, რომ წარმოაჩინონ შეყვარებული წყვილების ან, უბრალოდ, რომანტიკული კონტენტი.

აბა, იპოვეთ ტრეკი თქვენი შემდეგი TikTok-ისთვის? გახსოვდეთ, ბიზნესისა თუ პერსონალური ბრენდისთვის კონტენტის შექმნისას TikTok-ის აუდიოტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ ახალი აუდიტორიის მიღწევაში და თქვენი კონტენტის წინა პოზიციებზე შენარჩუნებაში.

ChatGPT-ის ახალი ფუნქცია თქვენი მდივნის როლს მოირგებს

Diesel-მა მოდელები კვერცხის ფორმის კაფსულებში დააყენა