in

TikTok-ზე ტეილორ სვიფტისა და სხვა ცნობილი არტისტების სიმღერებს ვეღარ გამოიყენებთ

veon
veon

ახალი შეთანხმება ფულის გამო ვერ შედგა… Universal Music Group-სა (UMG) და TikTok-ს შორის 2021 წელს დადებულ ხელშეკრულებას კი ვადა დღეს ეწურება. ამგვარად, პირველი თებერვლიდან პლატფორმაზე ისეთი არტისტების მუსიკას ვეღარ გამოიყენებთ, როგორებიცაა ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში და არიანა გრანდე. UMG-ში აცხადებენ, რომ TikTok-მა გასულ წელს რეკლამიდან 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და პლატფორმას ბრალს სდებენ არტისტების უსამართლო ანაზღაურებასა და ბიზნესის მუსიკაზე დაფუძნებაში…

„TikTok-მა შემოგვთავაზა, ჩვენს არტისტებსა და მუსიკის ავტორებს ისე გადაუხადოს, როგორც ჩვეულებრივ ძირითადი სოციალური პლატფორმები იხდიან. დღეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ცოტა ანაზღაურებას უხდის ტიკტოკი ჩვენს არტისტებს, მიუხედავად მისი მზარდი მონაცემთა ბაზისა, შემოსავლებისა და მუსიკაზე დაფუძნებული კონტენტისა, TikTok ჩვენი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 1%-ს შეადგენს“, — აცხადებენ UMG-ში. 

საინტერესოა ისიც, რომ ამ განცხადებისთვის ტიკტოკს პასუხი მყისიერად არ გაუცია, თუმცა უკვე საღამოს ასეთი განცხადება მოვისმინეთ — სამწუხაროა, რომ Universal Music Group-მა საკუთარი სურვილები არტისტების ინტერესებზე მაღლა დააყენა. მიუხედავად მათი ყალბი ნარატივისა და რიტორიკისა, ფაქტია, რომ მათ აირჩიეს, უარი ეთქვათ პლატფორმის ძლიერი მხარდაჭერისთვის მილიარდობით მომხმარებლისგან, რაც ნიჭიერი არტისტების უფასოდ აღმოჩენის საშუალებასაც იძლეოდა. TikTok იმ კომპანიებთან მიაღწევს შეთანხმებებს, რომელთათვისაც არტისტის ინტერესები პირველ ადგილზე დგას.

UMG აღნიშნავს, რომ TikTok-თან ვერ თანხმდებოდნენ AI-ის მიერ გენერირებული ჩანაწერების ანაზღაურების საკითხზეც. ამასთან, როცა კონტენტის საავტორო უფლებები ირღვეოდა, პლატფორმაში არ იღებდნენ შესაბამის ზომებს კონტენტის სწრაფად წასაშლელად. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ აქ მუსიკით ბიზნესის კეთებაზე გადავიდნენ…“.

კონტრაქტი, რომელსაც დღეს გადის ვადა, იმ ლეიბლებისა და სიმღერების ავტორებს მოიცავდა, რომლებიც Universal Music Publishing Group-თან იყვნენ დაკავშირებულნი. ეს ახალი ფუნქციების ექსპერიმენტებსაც გულისხმობდა, როგორიცაა მომხმარებლებისთვის UMG-ის სრული კატალოგის გამოყენების უფლება და მუსიკოსების კლიპების ინტეგრირება კონტენტში, იქნება ეს Bad Bunny, SZA, Drake, Kendrick Lamar, Harry Styles, Justin Bieber, Adele, U2 თუ Elton John.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ტიკტოკმა ექსკლუზიური ხელშეკრულებები გააფორმა მუსიკოსებთან ByteDance-ის SoundOn სერვისისთვის და ასევე წამოიწყო პროგრამა Elevate, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში არტისტების ახალი თაობის აღმოსაჩენადაა შექმნილი…

სოციალური აქტივიზმი — ამბები, რომლებიც უნდა ითქვას

ჯეიმს ვების ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკების დეტალური სურათები გადაიღო