TikTok სხვა სოციალური მედიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მუსიკა მისი ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. ამის ერთ-ერთი დასტურია SoundOn-ის ჩაშვება, რაც ტიკტოკს არტისტებისთვის all-in-one პლატფორმად აქცევს. დღესდღეობით, ბევრი საუბრობს სოციალური გიგანტის მუსიკალური მიმართულების გაძლიერებაზე. იმასაც ამბობენ, რომ ტიკტოკი TikTok Music-ისთვის ერთგულ პარტნიორებს ეძებს.
კრეატიულმა საკონსულტაციო სააგენტო ContraBrand-მა გააცნობიერა, რომ TikTok შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული ცვლილებების მომტანი არტისტებისთვის. ამიტომაც, ჩატარდა გამოკითხვა თემაზე, თუ როგორ ქმნიდნენ ხელოვანები ვირუსულ კონტენტს TikTok-ისთვის, 2022 წელს.
კვლევის მეთოდოლოგია
TikTok-ზე სიმღერის ჰიტად ქცევის საუკეთესო გზის გასარკვევად, ContraBrand-მა თავისი გამოკითხვის აქცენტი შემდეგ კითხვებზე გააკეთა:
1. როგორ შესაძლებლობას აძლევს TikTok მუსიკოსებს მუსიკალური კომპოზიციის წარმატებისთვის?
2. ამ ფაქტორებიდან რომელია სიმღერის პოპულარიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
შემსრულებლის მიერ საკუთარ ექაუნთზე განთავსებული კონტენტი.
ინფლუენსერები, რომლებსაც ფულს უხდიან ხელოვანის მუსიკის გამოყენებაში თავიანთ კონტენტში.
დაფინანსებული რეკლამები სიმღერისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.
ტენდენციები, რომლებიც ბუნებრივად ვითარდება სიმღერის გარშემო.
ContraBrand-ის მკვლევრებმა დეტალურად მოიძიეს, თუ რომელი სიმღერები გადიოდა ჩარტებიდან, TikTok-ის გამო. მათ გააანალიზეს სიმღერები Chartmetric-ის ყოველკვირეული ჩარტების კრებულის „TikTok Top 200 Tracks By Country“ დახმარებით. Chartmetrics გახლავთ მონაცემთა ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც სტრიმინგისა და სოციალური მედიის მონაცემებს აგენერირებს, ხელოვანებისთვის და მუსიკალური ინდუსტრიის დაინტერესებულთათვის.
კვლევის ჯგუფმა საგულდაგულოდ განიხილა ყოველკვირეული მონაცემები 20 ჩარტში (თითო – 20 ქვეყნისთვის), რომელიც მოიცავდა 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდს. მათთვის საინტერესო იყო 2022 წელს გამოსული სიმღერები, რომლებიც ყველაზე პოპულარული გახდა. განიხილავდნენ ისეთ სიმღერებს, რომელთა მოსმენამაც მილიონს მიაღწია.
შემდეგ მკვლევარებმა შეისწავლეს სტრიმინგი და სოციალური მონაცემები, იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს TikTok და რა ფაქტორები მუშაობს კონტენტის წარმატებულობაზე.
გამოკითხვის შედეგად მიღებული ყველაზე საკვანძო მომენტები
არ არსებობს კონკრეტული ხანგრძლივობა, რა სახის მოსმენის შემდეგაც სიმღერა ვირუსულად იქცევა. გამოკითხვის ფარგლებში განხილული 208 შემსრულებლის სიმღერა წელს გამოვიდა. შემსრულებლებმა, რომელთა კომპოზიციებიც ვირუსული გახდა წელს, 2022-ში გამოუშვეს საკუთარი კონტენტი ტიკტოკზე. გამოკვლეულთაგან, 13 ხელოვანი, რომელთა კონტენტიც ვირუსულად გავრცელდა, მანამდე 12 თვის განმავლობაში გახდა პოპულარული არტისტებით-გენერირებული კონტენტის დახმარებით.
ტენდენციები არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ვირაუსულად ავრცელებს კომპოზიციას TikTok-ზე.
გამოკვლეული სიმღერებიდან მეოთხედი პოპულარული ტიკტოკ ტრენდის გამო გახდა. ეს მიგვანიშნებს, რომ ტრენდი პოპულარობის განმსაზღვრელია. განსაკუთრებით, ეს დამახასიათებელია ბრაზილიისთვის, იტალიისთვის, სამხრეთ კორეისა და ინდონეზიისთვის.
რაზე უნდა დააფიქროს ამ ფაქტორებმა ინდლუენსერები, მარკეტერები და კრეატორები?
ერთი მხრივ იმაზე, რომ ტიკტოკზე აქტიურობამ შეიძლება მოკლე დროშიც მიგაღებინოთ შედეგი. პლატფორმაზე ყოველთვის არის კომპოზიციის გავირუსეები შანსი, მაშინაც კი, თუკი ამ პროცესს გვიან შემოუერთდით.
მაშინაც კი, თუკი ცოტა გამომწერები გყავთ, მაინც შეძლებთ ყურადღების მიპყრობას. გამოკითხვაში მონაწილე 24 რჩეულ ხელოვანს 100,000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა და მაინც, ACG-ის საშუალებით, მათი კონტენტი გავირუსდა. ამ 24 შემსრულებლიდან 11-მა შეძლო მილიონზე მეტი ნახვის მოპოვება და აქტიურად გავრცელდა სოციალურ მედიაში.
არ შეწყვიტოთ მცდელობა მაშინაც, თუკი ახლანდელი შედეგები დიდად აღმაფრთოვანებელი არაა. ისეთ უჩვეულო პლატფორმაზე, როგორიცაა ტიკტოკი, ორ თვეშიცაა შესაძლებელი შედეგის მიღება და ერთ ღამეშიც კი.
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მოთმინება და თანმიმდევრულობა კვლავ გადამწყვეტ როლს თამაშობს ვირუსულ წარმატებაში TikTok-ზე. მთავარია იპოვოთ გზა თქვენს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.
წყარო: netinfluencer