თუ ახალი წლისთვის TikTok კამპანიების დაგეგმვა დაიწყეთ, მაშინ 2025 წლის What’s Next-ის ტრენდებს უნდა გადახედოთ — პლატფორმაზე მომხმარებელთა ქცევებს აანალიზებს და გთავაზობთ ინსაითებს, რათა ტიკტოკის მრავალფეროვანი აუდიტორიის სიყვარული მოიპოვოთ. ეს მოხსენებაც CES 2025-ზე წარადგინეს, რომელშიც მთავარი საკითხი Brand Chem გახლავთ: ბრენდებსა და კრეატორებს შორის თანამშრომლობას უსვამს ხაზს, ავთენტურ პარტნიორობებს, რომლებიც აუცილებელია აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.
TikTok-ის წლის ტრენდები 3 თემად არის დაყოფილი: Brand Fusion, Identity Osmosis და Creative Catalysts. თითოეული კი გვეუბნება, როგორ უნდა ადაპტირდეს ბრენდი სწრაფად ცვალებად ციფრულ ლანდშაფტში.
Brand Fusion
დინამიკური მდგომარეობაა, რომელშიც ბრენდი განახლებულ ძალას იძენს, ხდება მეტად პასუხისმგებლობიანი და მზადაა ხანგრძლივი კავშირების შესაქმნელად. ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ აცოცხლებს ბრენდებს კრეატორებთან პარტნიორობა, როგორ აკავშირებს მათ ეს უფრო მეტად აუდიტორიასთან. ხოლო კრეატორებისთვის საშუალების მიცემით, შექმნან ავთენტური კონტენტი, ბრენდები მათ ნდობას მოიპოვებენ.
Identity Osmosis
ეს ტრენდი მაშინ იკვეთება, როცა კომპანიები ორგანულად აინტეგრირებენ მომხმარებელთა განვითარებად ღირებულებებს და საშუალებას აძლევენ ამ ცვალებად იდეალებს, გარდაქმნან საკუთარი იდენტობა. TikTok ხაზს უსვამს იმაზე, რომ პლატფორმაზე არსებული საზოგადოებები იმ სივრცედ იქცა, რომელშიც რეპრეზენტაცია და ინკლუზიურობა მთავარ ადგილს იკავებს, დაწყებული მრავალფეროვანი პერსპექტივების ჩვენებით და დამთავრებული სტერეოტიპების მსხვრევით. პლატფორმის გავლენა ტრადიციული ცხოვრების ეტაპებსა და პრიორიტეტებს სცდება.
ხოლო საუბრები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური ცოდნა და მენტალური ჯანმრთელობა, ხაზს უსვამს ფაქტზე, რომ ავთენტურობა და სანდოობა მეტად ღირებული გახდა — მაგალითისთვის, ქალების 72% ამბობს, რომ მათთვის მარტივია ტიკტოკზე ახალ ჯგუფებთან დაკავშირება, ეს კი საერთო გამოცდილებისა და შთამაგონებელი ნარატივების ბრალია.
Creative Catalysts
აი, ეს ტრენდი კი გვეუბნება, რომ მზარდი ენთუზიაზმი ისეთი ხელსაწყოების მიმართ, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, უკვე ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული და დიდი ხანია გამოვიდა აბსტრაქტული კონცეფციის ცნებიდან. ტიკტოკის მოხსენების მიხედვით, მომხმარებლები AI-ს სტილის შესარჩევად და სახლის რემონტისთვის იყენებენ, ამგვარად კი, აღნიშნულ ტექნოლოგიას შთაგონებისა და პრაქტიკულობის წყაროდ აქცევენ.
კომენტარების სექციაც არ რჩებათ ყურადღების მიღმა და გვეუბნებიან, თუ როგორ იქცა იგი კომერციის სფეროდ, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლების უკუკავშირი პროდუქტის გასავითარებლად ან სულაც ახლის შესაქმნელად გამოიყენონ.