in

TikTok-მა 2024 წლის ტრენდები გამოაქვეყნა

M2

თაობა ზეტის თვალით დანახული მომდევნო წლის ტრენდები Instagram-მა უკვე გაგვაცნო, ახლა კი TikTok უფრო ზოგადად გვესაუბრება. მარკეტერებსა და სააგენტოებს მომავალი წლის 3 მთავარ ტრენდს უზიარებს — Curiosity Peaked, Storytelling Unhinged და Bridging the Trust Gap.

What’s Next Report 2024-ის თანახმად, მომხმარებლებს ვიდეოებში არატრადიციული ფორმების გამოყენება იზიდავთ, Storytelling Unhinged-ით კი სწორედ ამაზე მიგვითითებენ:

იმისათვის, რომ ბრენდები აღმოაჩინონ, მომხმარებლებს უნდა შეუქმნან რაღაც მოულოდნელად სასიამოვნო, გამაოგნებელი და შემოქმედებითი. მრავალი გზა არსებობს, რომლითაც ბრენდებს თავიანთ აუდიტორიასთან დაკავშირება შეუძლიათ, — აცხადებს სოფია ჰერნანდეზი, ტიკტოკის ბიზნეს მარკეტინგის გლობალური ხელმძღვანელი. 

კომენტარებით ვიდეობის შექმნასაც გვთავაზობენ. ასე იქცევა, მაგალითად კრეატორი @octopusslover8, ვიდეოებს მომხმარებლების კომენტარების მიხედვით ქმნის, რაც არც სათვალეების ბრენდ Warby Parker-ს დარჩენია ყურადღების მიღმა. თანამშრომლობის ფარგლებში კი კრეატორი უკვე ბრენდის კომენტარებს პასუხობს. აი, რაც შეეხება დამაინტრიგებელ ნარატივის სტრუქტურებს, ეს მომხმარებლებს უბიძგებთ, 1.4-ჯერ მეტი დრო გაატარონ თქვენს კონტენტთან.

მომხმარებლები ამბობენ, გვინდა, რომ აქ გნახოთ, მაგრამ გვინდა, რომ სწორად გამოჩნდეთ, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. მე ყოველთვის ვამბობ, იფიქრეთ, როგორც მარკეტერებმა და იმოქმედეთ, როგორც კრეატორებმა. ბრენდებისთვის ეს არ არის მარტივი, სწორედ ამიტომაა ეს ტრენდების მოხსენება აუცილებელი, რადგან ბრენდს საშუალებას აძლევს, დაინახოს არსებული შესაძლებლობები, რათა პლატფორმაზე თავის აუდიტორიას დაუკავშირდეს, — განმარტავს ჰერნანდეზი. 

Curiosity Peaked კი იმაზე ფოკუსირდება, თუ რამდენად ღია არიან მომხმარებლები ახალი ინტერესების მიმართ. მოხსენების თანახმად, ისინი თანხმდებიან, რომ სხვა სოციალურ მედიებთან შედარებით, ტიკტოკი მათ უფრო აცნობს ახალ თემებს. მოხსენებაში კი, რეკომენდაციის სახით, ბრენდებს სთავაზობენ, დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას და შექმნან კონტენტი, რომელიც მათსავე საჭიროებებსა და ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. 

თუმცა აუცილებელია, მომხმარებლები ბრენდს ენდობოდნენ, რასაც უკვე მესამე ტრენდამდე მივყავართ — Bridging the Trust Gap. ბრენდებისგან მაქსიმალურ გამჭვირვალობას ელიან ისევე, როგორც პოზიტიურ სოციალურ ქმედებებს. თანაც კრეატორებს შეუძლიათ, ნდობის მოპოვებით დიდად ისარგებლონ. 

დაბოლოს, ბრენდებს ურჩევენ, პლატფორმის ენას გაუგოს და მასთან ადაპტირდეს, რადგან ეს აუდიტორიასთან მყისიერი კავშირის დამყარებაში დაეხმარება. მათ აფიქრებინებს, რომ ბრენდი აქ მხოლოდ რაღაცის გასაყიდად კი არ არის, არამედ იმისთვის, რომ მათთან ერთად გაერთოს… 

დროა, ტალღა შეიცვალო! 

და-START-ე შენი IT კარიერა Accelera-ს პლატფორმის საშუალებით