in

პლატფორმები, რომლებითაც TikTok-ის ჩანაცვლება შეიძლება

აშშ-ში TikTok-ის შესაძლო აკრძალვის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ეს ხომ მოკლე ვიდეოების ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას. მართალია, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია, თუმცა მისი გათიშვის საფრთხე კიდევ არსებობს, ამიტომ კონტენტკრეატორებმა დაიწყეს ფიქრი, რით ჩაანაცვლონ იგი. მართალია, საქართველოში ტიკ-ტოკს გაუქმება არ ელოდება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) და მეტიც, ცოტა ხნის წინ რეკლამის გაშვების საშუალებაც დაემატა, მაინც გადავხედოთ სხვა პლატფორმებს. ახლა ისეთი დროა, სოციალური ქსელი ზედმეტი რომ არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ TikTok უდავოდ უნიკალურია, კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს უამრავი პერსპექტიული ალტერნატივა. მათგან გამორჩეულია 4 პლატფორმა, რომლებსაც თქვენთან ერთად გადავხედავთ:

  • YouTube Shorts

საუკეთესოა, თუ გსურთ, თქვენმა ვიდეომ ხანგრძლივად იცოცხლოს

YouTube Shorts იყო TikTok-ის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ალტერნატივა. პლატფორმაზე მილიარდობით აქტიური მომხმარებელია, რის გამოც Shorts მოიცავს აუდიტორიის მასობრივ ბაზას, ხოლო კრეატორებს აძლევს ნაცნობი, მოკლე ფორმის ვიდეოს შექმნის გამოცდილებას.

Shorts შეუფერხებლად ინტეგრირდება YouTube-ის არსებულ ფუნქციებთან, როგორიცაა ფლეილისტები და ხანგრძლივი ვიდეოები, რაც შემქმნელებს კონტენტის სტაბილურობაში ეხმარება.

  • Instagram Reels

საუკეთესოა, თუ გიყვართ მოდური ეფექტებისა და მუსიკის გამოყენება თქვენს ვიდეოებში

2020 წლიდან, ანუ მისი გაშვების დღიდან, Instagram Reels იყო TikTok-ის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კონკურენტი. Instagram-ის ვიზუალური ფოკუსის ძალით, ასევე Facebook-ისა და Whatsapp-ის ქსელური ეფექტებით, Reels TikTok-ის შემქმნელებს სთავაზობს მოწესრიგებულ სივრცეს აუდიტორიის გასაზრდელად.

3 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები, ჩაშენებული ფილტრები, ეფექტები და მუსიკა გვთავაზობს მსგავს გამოცდილებას, რასაც ტიკ-ტოკზე ვიღებთ. გარდა ამისა, რგოლების გაზიარება შესაძლებელია თქვენს Instagram Stories-სა და Facebook-ზეც კი, რაც გაზრდის მათ წვდომას.

  • LinkedIn

გირჩევთ, თუ ორიენტირებული ხართ აზრის ლიდერობაზე

TikTok-ის ალტერნატივებზე საუბრისას ამ პლატფორმას იშვიათად ახსენებენ, თუმცა მას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ დამსაქმებელ-დასასაქმებლის დაკავშირებაა. ის შესანიშნავი პლატფორმაა პროფესიონალი შემქმნელებისა და აზროვნების ლიდერებისთვის.

LinkedIn-ის ვიდეოები შეიძლება იყოს 10 წუთამდე, რაც უფრო მეტ ადგილს მოგცემთ სიღრმისეული კონტენტისთვის. ის ემსახურება პროფესიონალ, ნიშურ აუდიტორიას, რაც კარგად ერგება საგანმანათლებლო, ინდუსტრიის სპეციფიკურ ან ისეთ კონტენტს, სადაც „სცენის მიღმა” კადრების გაშვება გსურთ. პლატფორმის ორგანული წვდომა და ალგორითმი შეიძლება დაეხმაროს შემქმნელებს ავტორიტეტის ჩამოყალიბებასა და პროფესიული შესაძლებლობების მოზიდვაში. მას არ აქვს პირდაპირი მონეტიზაცია, როგორც ტიკ-ტოკს, მაგრამ შეიძლება დაეხმაროს კრეატორს პროფესიონალ ბრენდებთან კოლაბორაციაში.

  • RedNote

საუკეთესოა სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციის გასაერთიანებლად

TikTok ალტერნატივების სიაში ახალი სახელიც გამოჩნდა – RedNote, რომელიც ცნობილია როგორც Xiaohongshu ჩინეთში. ეს არის ჩინური აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციის უნიკალურ ნაზავს.

ეს პლატფორმა უკვე პოპულარობას იძენს შემქმნელებს შორის. ხუმრობით, აქ გადმობარგებულებს „ტიკ-ტოკერ ლტოლვილებსაც” უწოდებენ. ის აერთიანებს Pinterest-ის ვიზუალურ განლაგებას, TikTok Shop-ის შოპინგის შესაძლებლობებსა და Instagram Live-ის პირდაპირ ტრანსლაციას. ენობრივი ბარიერის მიუხედავად (აპლიკაციის უმეტესი ნაწილი ჩინურია), კრეატორების დიდი ნაწილი უკვე ითვისებს მას.

RedNote აგებულია ცხოვრების სტილის კონტენტზე, როგორიცაა სილამაზე, მოდა, მოგზაურობა და საკვები. მას აქვს როგორც ფოტოების, ისე მოკლე ვიდეოებისა და დეტალური პოსტების ფუნქცია, რომელიც ტექსტსა და ბმულების ჩასმასაც მოიცავს. ამ ეტაპზე აპლიკაციის აუდიტორია ყოველთვიურად 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლისგან შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის უნიკალურობა უდავოა, ამ სიაში თითოეულ პლატფორმას აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები. თითოეული მათგანი ემსახურება სხვადასხვა ნიშას და აუდიტორიას, რაც გაძლევთ მოქნილობას, რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და დაუკავშირდეთ ახალ გამომწერებს.

2025 წლის 10 ტრენდული ფერი გრაფიკულ დიზაინში

რა ხდება გზაზე, როცა HYUNDAI-ს მართავ?