Contra, ფრილანსელი დასაქმებულებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ქსელი, TikTok-თან თანამშრომლობს. შედეგად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, თავიანთი რეზიუმე და პორტფოლიო TikTok Jump-ის გამოყენებით წარადგინონ.
ამ ახალი ინტეგრაციით, კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ, TikTok-ზე თავიანთ კონტენტზე დაამატონ View My Portfolio ბმული. ხოლო მნახველები შეძლებენ, სულ რაღაც ერთი დაწკაპუნებით იხილონ კონკრეტული დიზაინერის ნამუშევრები, გაეცნოს მის სერვისებს და თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა გაგზავნოს.
Contra-ს თანახმად, ინტეგრაცია პროფესიული მუშაობის გაცვლას და ახალი მომხმარებლების მოზიდვას აადვილებს. მაგალითად, დამსაქმებელ კომპანიებს შეეძლება, TikTok კონტენტი სპეციალური ბმულით გამოაქვეყნონ — ანუ, არსებულ ვაკანსიაზე პირდაპირ Contra პროფილის მეშვეობით ამცნონ მსურველებს. კომპანიის თქმით, ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ, ტრადიციული რეზიუმეები მეტად გადაახალისონ.
“TikTok ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა გახდა, სადაც ადამიანები კარიერულ რჩევებს მიიღებენ და ახალ, შთამბეჭდავ ვაკანსიებს გაეცნობიან. კონტენტის შემქმნელები კი თავიანთ პროფესიულ ნამუშევრებს პლატფორმაზე გააზიარებენ” — ამბობს Contra-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბენ ჰაფმანი.
პლატფორმის მიზანია, პროფესიონალებმა შექმნან პროფილები, რომლებიც პროექტზე დაფუძნებულ ID-ებს აჩვენებს, ნაცვლად როლებზე დამყარებული პროფილებისა. თავის მხრივ, ეს მიზანი დამოუკიდებელი მუშაკების დახმარებასაც მოიაზრებს, რათა მაღალი დონის რეფერალური ქსელები შეიქმნას. LinkedIn-ისგან განსხვავებით, სადაც შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი დაიმატოთ, Contra მოითხოვს, რომ გარკვეული გამოცდილება გქონდეთ თქვენს ქსელთან.