in

Timberland, 2025 წლამდე, 50 მილიონ ხეს დარგავს

Timberland, 2025 წლამდე, 50 მილიონი ხის დარგვას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვის ასეთი მასშტაბური მიზნები, მათ, კონკურენტი ბრენდებისგან გამოარჩევს.

BOG
BOG

Timberland-მა, 2001 წლიდან დღემდე, უკვე დარგო 10 მილიონზე მეტი ხე. ახლა აპირებს, კიდევ უფრო გააქტიურდეს და კამპანიას გარემოს დამცველ 10 ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებს. ბრენდი ხეებს, აშშ-ში, ჰაიტიზე, დომინიკის რესპუბლიკაში, ტანზანიასა და მალიში დარგავს. “Nature Needs Heroes” (ბუნებას გმირები სჭირდება) – ეს კი მთავარი გზავნილი იქნება.

როგორც გამოცემა The Drum წერს, დეტალებს, ამ ინიციატივაზე, მსოფლიო, ბეჭდურ და ციფრულ მედიაში, ტელევიზიით, გარე რეკლამასა თუ სოციალურ ქსელებში, პიარ და მარკეტინგული კამპანიით შეიტყობს. Timberland-ს, დასახული მიზნის განხორციელებაში, გარემოს დამცველი „ინფლუენსერების“ დახმარების იმედიც აქვს.

ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებული ნახატი

გიორგი პოპიაშვილი: ბაქტერიები მარკეტინგში