ახალი დოკუმენტური ფილმი Timberland-ის საკულტო ფეხსაცმლის ამბავს გვიყვება — ეს არის ხუთი ათწლეულის ევოლუციური ნარატივი. ყველაფერი 1973 წელს დაიწყო, ნიუ-იორკის ჰიპ-ჰოპის სცენაზე, ვიდრე მოდის დედაქალაქებად წოდებულ მილანსა და ლონდონშიც პოპულარული გახდებოდა.
„ეს არის ფილმი ფეხსაცმელზე და ბრენდზე, მთელ ამბავს კი ის ადამიანები გვიყვებიან, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. მოდის, მუსიკისა და პოპ კულტურის წარმომადგენლები გულწრფელად საუბრობენ — სწორედ ეს სძენს ფილმს ავთენტურობას. ასევე გვინდოდა, მთელი ფილმის განმავლობაში მკაფიოდ ყოფილიყო გამოკვეთილი ოჯახის თემა, რადგან ბრენდი ამერიკაში „ამერიკული ოცნების“ საძიებლად ემიგრანტად წასულმა ოჯახმა დააარსა. მას შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა და ასე იპყრობს მსოფლიოს“, — აღნიშნა ტომ გულდმა, დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა.