in

„დროის უჯრედები“ ადამიანის ტვინში ინფორმაციებს თანმიმდევრობით ალაგებს

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ აყალიბებს ან იმახსოვრებს ადამიანის ტვინი მოვლენებს თანმიმდევრობით? კვლევის თანახმად, „დროის უჯრედები“, ანუ ჰიპოკამპის ნეირონები წარმოადგენენ დროებით ინფორმაციას, რაც, შესაძლოა, იყოს წებო, რათა ზუსტად გავიხსენოთ მოვლენების სწორი თანმიმდევრობა… 

M2
M2

მკვლევართა ჯგუფმა, ნეირომეცნიერ ლეილა რედის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ტვინისა და შემეცნების კვლევის ცენტრიდან (CerCo) 15 ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტის ტვინში ელექტრული აქტივობა შეამოწმა. ეს უკანასკნელი კი ჰიპოკამპში იმპლანტირებული მიკროელექტროდების გამოყენებით მოახერხეს. 

ეპიზოდური მოგონებების შექმნა მოითხოვს გამოცდილებისგან განცალკევებული მოვლენების დროებით ერთგულებასთან დაკავშირებას. ჰიპოკამპის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიმდევრობის სწავლისა და დროებითი წესრიგის შესწავლის თვალსაზრისით, შევამოწმეთ, წარმოადგენდნენ თუ არა ადამიანის ჰიპოკამპის ნეირონები დროებით ინფორმაციას მაშინ, როცა მონაწილეები საკითხების თანმიმდევრობას სწავლობდნენ, — აცხადებენ მკვლევრები. 

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევა არ მოითხოვდა რაიმე ინვაზიურ ან სარისკო იმპლანტაციას… ექსპერიმენტების დროს მონაწილეებს წინასწარ განსაზღვრული სურათების თანმიმდევრობა წარუდგინეს და სთხოვეს დაემახსოვრებინათ იგი. მკვლევრები კი ამ დროს ნეირონების გამოყოფას აკვირდებოდნენ, როგორც გამოსახულების ჩვენებისას, ისე პაუზის დროს. მკვლევრების აზრით, მიღებული შედეგები დროის უჯრედების მტკიცებულებას გვთავაზობს, კონკრეტულად კი ნეირონების, რომელთა აქტივობა დროებითი კონტექსტით კარგად განსაზღვრულ დროის ფანჯარაში კონტროლდება.

ამბობენ, რომ ზოგიერთი ნეირონი აქტიური იყო, როცა ცდის პირი იმახსოვრებდა ან იხსენებდა კონკრეტულ მოგონებას. თუმცა ზოგიერთი ვიზუალური სტიმულის გარეშეც აქტიურდებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დროის კოდირებას ახდენენ, მაშინაც კი, როცა კონკრეტული არაფერი ხდება. მეტიც, მკვლევრების თქმით, დროის უჯრედები მრავალგანზომილებიანია, შეუძლია ინფორმაციის კოდირება დროსთან მიმართებით და ამასთან, სხვადასხვა სახის სენსორულ ინფორმაციასა ან სტიმულზე რეაგირება.

სწორედ ამ ნეირონების მრავალგანზომილებიანი ქცევა შეიძლება იყოს ის, რაც გამოცდილების „რა, სად, როდის ელემენტებს“ აფიქსირებს და აერთიანებს მათ, რათა არსებული ინფორმაციებისგან თანმიმდევრული მოგონებები შექმნას. 

ჩვენი გამოცდილების ცენტრალური ნაწილი წარსულის ხელახლა გაცოცხლების ჩვენეული უნარია, რათა ნათლად გავიხსენოთ კონკრეტული მოვლენები, რომლებიც კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტული თანმიმდევრობით მოხდა… ჩვენი შედეგები კი დამატებით მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ადამიანის ჰიპოკამპის ნეირონები წარმოადგენს დროის დინებას გამოცდილებაში, — აცხადებენ მკვლევრები. 

კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, 22 და 23 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა

„თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა